ხაჭოს ქადები

0
8
#post_seo_title

ვისაც ხაჭოსგან დამზადებული დესერტი უყვარს, საინტერესო რეცეპტს ვთავაზობთ. ხაჭოს ქადები არაჟნის სოუსში კიდევ ერთი მიზეზია ხაჭო შეგიყვარდეთ. ისინი იმდენად გემრიელია, რომ როცა გასინჯავთ, დარწმუნდებით, არაფერი გიჭამიათ ასეთი გემრიელი. მათი მომზადება მარტივია, მირთმევა კი დიდი სიამოვნება, განსაკუთრებით დილით, ჩაისა და ყავასთან.

ხაჭოს ქადები

ინგრედიენტები ცომისთვის

  • 350 გ ფქვილი
  • 3 გ მშრალი საფუარი
  • 100 გ რძე
  • 50 გ შაქარი
  • 50 გ მარგარინი (ან ნაღების კარაქი)
  • 70 გ არაჟანი
  • მარილი

ინგრედიენტები შიგთავსისთვის

  • 0,5 კგ ხაჭო
  • 100 გ შაქარი
  • 1 კვერცხი

ინგრედიენტები სოუსისთვის

  • 200 გ არაჟანი
  • 1 ს.კ. შაქარი

ხაჭოს ქადები

მომზადება

  1. გაათბეთ რძე და გადაასხით ჭიქაში. გახსენით საფუარი რძეში და დაამატეთ ნახევარი ჩაის კოვზი შაქარი. კარგად აურიეთ. შემდეგ დაუმატეთ 2 ჩ.კ. ფქვილი და ერთგვაროვან მასამდე მიიყვანეთ. გააჩერეთ ნარევი ნახევარი საათით სითბოში.
    ხაჭოს ქადები
  2. მოხერხებულ ჭურჭელში გაცერით ფქვილი, მარილი და შაქარი. აურიეთ. დაამატეთ მარგარინი და არაჟანი. აურიეთ. დაუმატეთ საფუარი.ცომი ერთვაროვან მასამდე მიიყვანეთ, არც სქელი, არც ძალიან თხელი.ხაჭოს ქადები
  3. დაახურეთ თავზე და დატოვეთ 15 წთ.
    ხაჭოს ქადები
  4. კარგად აზილეთ, შეფუთეთ და თბილ მდგომარეობაში აფუებამდე დატოვეთ.

    ხაჭოს ქადები

  5. შემდეგ მიხედეთ შიგთავსს. აურიეთ ხაჭო შაქართან და კვერცხთან ერთგვაროვან მასამდე. შეგიძლიათ დაამატოთ ცოტა ფქვილი,დაახურეთ თავზე საკვები პარკი და ოთახის ტემპერატურაზე დატოვეთ.ხაჭოს ქადები
  6. ცომი გააბრყელეთ 1 სმ სისქეზე. მოათავსეთ მასზე ხაჭოს შიგთავსი და დაახვიეთ რულეტად.დაჭერით რულეტი სასურველ ზომებად.ხაჭოს ქადები
  7. შეახვიეთ პერგამენტში და დატოვეთ 40 წუთი. სანამ ღუმელში მოათავსებთ, ზევიდან კვერცხი გადაუსვით.ხაჭოს ქადები
  8. მოათავსეთ 200 გრადუს ტემპერატურაზე გაცხელებულ ღუმელში და გამოაცხვეთ ვარდისფერ შეფერილობამდე 180 გრადუსზე.
    ხაჭოს ქადები
  9. სოუსისთვის აურიეთ არაჟანი შაქართან. გამოცხობისთანავე წაუსვით ქადებს არაჟნის მასა. შემდეგ დატოვეთ საბოლოო გაციებამდე.
    ხაჭოს ქადები
  10. ხაჭოს ქადები

ერთი საიდუმლო ინგრედიენტი ამ სასარგებლო დესერტს უკეთესს ხდის. ისეთი გემრიელია, თითებს ჩაიკვნეტთ!

ხაჭოს ქადები

მასალის გამოყენების პირობები