ხაჭოს ნამცხვარი:
ინგრედიენტები
- ხაჭო 650 გ
- კვერცხი 4ც
- შაქარი 90გ
- სახამებელი 4 ს.კ.
- ნაღები 100მლ
- რძიანი შოკოლადი 60გ
მომზადება
- გააცალკევეთ ცილა და კვერცხის გული. ცილა მაცივარში მოათავსეთ. აურიეთ შაქარი, ხაჭო, კვერცხის გული და სახამებელი ერთგვაროვან მასამდე.
- ნელი მოძრაობებით აურიეთ ცილა ხაჭოს მასასთან. ეს მას უფრო ფუმფულას გახდის. შემდეგ ორ ნაწილად გაყავით.
- დაადნეთ რძიანი შოკოლადი ნაღებში და ჩაასხით ხაჭოს მასის ერთ-ერთ ნაწილში. აურიეთ. ორივე მასა ნელა ჩაასხით გამოსაცხომ ფორმაში ან ღრმა ჯამში გაზქურისთვის.
- გამოაცხვეთ ხაჭოს ნამცხვარი 65 წთ მიკროტალღურ ღუმელში გამოსაცხობ რეჟიმზე ან გაზქურაში 170-180 გრადუსზე. 1 საათი გაციება აცალეთ და შემდეგ გამოიღეთ.
თუ შოკოლადს კაკაოს ფხვნილით ჩაანაცვლებთ, 60 გ შოკოლადის მაგივრად 1 ს.კ. კაკაო გამოიყენეთ. ცომში სასურველია ცოტაოდენი ვანილინის დამატება. ეს მარტივი რეცეპტი ყველაფერთან ერთად გემრიელია, განსაკუთრებით კენკრასთან.