წარმოუდგენლად სწრაფი და იაფი რეცეპტი, რომლითაც სიამოვნებით გაუმასპინძლდებით ახლობლებს.

0
24
#post_seo_title

ზოგჯერ ძალიან გვინდა ოჯახთან ერთად მივირთვათ ჩაი სახლში გამომცხვარ ნამცხვართან ერთად. სამწუხაროდ თანამედროვე ქალს ცოტა დრო რჩება ასეთი შრომატევადი საქმისთვის. ბოლო დროს უამრავი რეცეპტი გამოჩნდა, რომლებშიც გამოყენებულია პროდუქტების მონიმალური რაოდენობა.

შემადგენლობა

კვერცხის 4 ცალი.

შაქარი 150 გ

შვრიის ფანტელი 200 გრ

ხორბლის ფქვილი 100 გ

ვანილის შაქარი 3 ჩ/კ.

დარიჩინი 1 ჩ/კ

გამაფხვიერებელი 15 გ

ალუბალი 150 გ

მომზადება

კვერცხი და შაქარი ათქვიფეთ გათეთრებამდე. დაამატეთ ფქვილი, დაფქვილი შვრია და გამაფხვიერებელი. კარგად აურიეთ და დაუმატეთ ვანილი და დარიჩინი, გააგრძელეთ თქვეფა. მიღებული მასა ჩაასხით ცხიმწასმულ და ფქვილმოყრილ ფორმაში, დაალაგეთ ზემოდან ალუბალი ან რომელიმე თქვენთვის სასურველი ხილი და გამოაცხეთ 50 წუთის განმავლობაში 180 გრადუს ტემპერატურაზე.

კარგია, რომ შესაძლებელია ასეთი კექსის გამოცხობა, რომელსაც არ სჭირდება დიდი ძალისხმევა და არც ძვირი ჯდება. ინგრედიენტები პრაქტიკულად შეიძლება მოიძიოთ ყველა დიასახლისის სამზარეულოში. სცადეთ ახლავე და მერწმუნეთ აღფრთოვანებული დარჩებით ამ უგემრიელესი ნამცხვრით.

მასალის გამოყენების პირობები

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ