როგორ მოვამზადოთ ბლინები მარტივად და სწრაფად -გთავაზობთ ცომის რეცეპტს
ცომის რეცეპტი ბლინებისთვის, თუ მუდამ ჩქარობთ. ბლინები ხომ დესერტიცაა, გარნირიც, წასახემსებელი საშუალებაც და საუზმეც. რაც არ უნდა ვთქვათ, კერძი მარტივია, გემრიელი და საკმაოდ ეკონომიური. გაგიმხელთ თხელი ბლინების სწორი მომზადების საიდუმლოს, რომლებიც არასდროს გაიხევიან ან დაზიანდებიან ტაფაზე.
სახლში მოსამზადებელი ბლინები
იმისთვის, რომ სახლის პირობებში გემრიელი ბლინები მოამზადოთ, ორი რამ დაგჭირდებათ: კარგი ტაფა და ცოტაოდენი მოთმინება. არსებობს ხრიკები, რომელთა მეშვეობითაც ბლინები ყველა მხრივ იდეალური გამოდის. დაიმახსოვრეთ, არ არსებობს ცუდი რეცეპტი, არსებობენ ძალიან მოუთმენელი დიასახლისები.
როგორ მოვამზადოთ
ყველა ინგრედიენტი ოთახის ტემპერატურაზე უნდა იყოს. თავდაპირველად აურიეთ კვერცხი მარილში, შაქარში და რძეში. შემდეგ დაუმატეთ გამაფხვიერებელი, თუ საჭიროა ფქვილიც პატარა პორციით.
იმისთვის, რომ ტკბილი ბლინები არომატული იყო, ცომს დაამატეთ ცოტაოდენი ვანილინი, დარიჩინი ან ციტრუსების ქერქი.
ყოველთვის დააბრტყელეთ ფქვილი ბლინებისთვის! მზა ბლინები უფრო ჰაეროვანი გამოვა.
მზა ცომი გააჩერეთ 15-30 წუთით. შეწვამდე მცენარეული ზეთი დაამატეთ, ასე უფრო არ მიეკრობიან ტაფას.
იდეალური ცომი თხელი ბლინებისთვის ცოტა მკვრივი უნდა იყოს, ცხიმიანი არაჟნის მსგავსი.
სჯობს ბლინები თუჯის ჭურჭელში გამოაცხოთ. ის კარგად ინარჩუნებს სითბოს და ბლინებს ლამაზი ოქროსფერი შეფერილობა ექნებათ.
წაუსვით ტაფას მცენარეული კარაქი ერთხელ, შეწვის დაწყებამდე. კარაქი ბევრი არ უნდა იყოს, რომ ბლინები ძალიან ცხიმიანი არ გამოვიდეს.
შეწვით კარგად გახურებულ ტაფაზე. პირველი ბლინი ცუდი გამოდის იმიტომ, რომ ტაფა საკმარისად ცხელი არაა.
გადააბრუნეთ ბლინი მეორე მხარეს მაშინ, როცა მკრთალ ოქროსფერ შეფერილობას მიიღებს. იმისთვის, რომ არ გახიოთ, გამოიყენეთ თხელი ხის ან სილიკონის ნიჩაბი, მაგრამ არა მეტალის.გაზქურას არ მოშორდეთ არცერთი წუთით. ყოველი შემდეგი ბლინი უფრო სწრაფად იწვება, რადგანაც ტაფა უფრო და უფრო ცხელდება.
მზა ბლინები ბრტყელ თეფშზე გადაიტანეთ. ყველა მათგანს ნაღების კარაქი წაუსვით.
https://www.bbc.co.uk/food/recipes
გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi