ჩირეულობა თაფლით ის ნუგბარია, რომელიც ამ სეზონზე აუცილებლად უნდა მოამზადოთ და მიირთვათ არა მარტო ბავშვებმა, არამედ ზრდასრულებმაც
ჩირეულობა თაფლით რომ მოამზადოთ დაგჭირდებათ: ქიშმიში 200გრ. კურაგა 200 გრ, ლეღვის ჩირი – 200 გრ. ქლიავის ჩირი (უკურკო) – 200 გრ. ლიმონი (დიდი) – 2 ცალი, ნიგოზი – 200 გრ. ნუში –200 გრ. თაფლი (თხევადი 200 გრ)
მომზადების წესი: გარეცხეთ ჩირი კარგად ცივი წყლით, მოათავსეთ თუშფალანგში და გადაავლეთ მდუღარე წყალი, შემდეგ ისევ ცივი, თუშფალანგში ან დიდ თასში ჩაფინეთ სამზარეულოს ქაღალდის პირსახოცი და გაშალეთ ჩირი 1 ფენად, ასე გააჩერეთ იქამდე, ვიდრე კარგად არ გაშრება.
Iგაატარეთ ხორცის საკეპ მანქანაში ყველა ინგრედიენტი, ლიმონის და თაფლის გარდა, გამოწურეთ ლიმონის წვენი და დაამატეთ გატარებულ ჩირს და ნიგოზს, დაამატეთ თაფლი, კოვზით კარგად შეურიეთ ერთმანეთს და დააბლენდერეთ, მიღებული ნაზავი მოათავსეთ მინის ჭურჭელში, თავზე ჰერმეტულად დაახურეთ, შეინახეთ მაცივარში.
ბავშვებისთვის, 3 წლის ასაკიდან, რეკომენდებული დოზაა: 1 ჩ. კ. – დღეში 2-ჯერ.
გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi
მასალის გამოყენების პირობები