ეს ჩიზქეიქი ჟელეთი შეგიძლია სახლში თავად მოამზადო.

0
47
#post_seo_title

ზოგჯერ სულაც არ გვსურს მძიმე, კალორიული ტორტები მივირთვათ.თბილ დღეებში დესერტმა უნდა გაგვახალისოს. ამ მიზანს ბრწყინვალედ ასრულებს ჩიზქეიქი. თუ მას რამდენიმე  ინგრედიენტს დაუმატებთ, ნამდვილ შედევრს მიიღებთ.

ჩიზქეიქი ჟელეთი – ტკბილეულია, რომელიც ყველას მოეწონება. ის იმდენად ლამაზად გამოიყრუება, რომ სადღესასწაულოდაც მოამზადებთ.

ინგრედიენტები: ხორბლის ფქვილი 250 გ. სოდა 0.5 ჩ.კ. ნაღების კარაქი 100 გკვერცხი 1 ც.

ნაღები 50 მლ. ხაჭო 150 გ. ჟელატინი 20 გ. კივი 1 ც. ფორთოხალი 1 ც. გრეიფრუტი 1 ცმოცვი 20 ც.

მომზადება

ღრმა ჭურჭელში ჩაყარეთ ხორბლის ფქვილი გამდნარი ნაღების კარაქით. დაამატეთ 100გ შაქარი და სოდა. აურიეთ. ათქვიფეთ კვერცხი და დაურთეთ ცომს. გააბრტყელეთ ცომი.

ჩადეთ ცომი პერგამენტიან ფორმაში. შედეთ 200 გრადუსზე გაცხელებულ გაზქურაში 20 წუთით.

დაალბეთ ჟელატინი. ღრმა ჭურჭელში მოათავსეთ ხაჭო და ბლენდერით ან ჩანგლით ერთგვაროვან მასამდე აურიეთ. დაუმატეთ 100 გ შაქარი.

ჟელატინი მოათავსეთ ჭურჭელში, დაასხით 200მლ წყალი და მიიყვანეთ ადუღებამდე.

ხაჭოს კრემი წაუსვით გაციებულ ცომს, გაანაწილეთ ზევიდან დაჭრილი ხილის ნაჭრები და მთლიანი კენკრა. დაასხით ჟელატინის მასა და მაცივარში მთელი ღამით მოათავსეთ.

#drpkhakadze #pitskhelauri

https://www.bbc.co.uk/food/recipes

გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi

მასალის გამოყენების პირობები