ჩიზქეიქის რეცეპტი

0
22
#post_seo_title

შემადგენლობა:

400 გ ორცხობილა

10 გრ ჟელატინი

400 მლ არაჟანი

120 გრ კარაქი

300 გრ შედედებული რძე

50 გ მუქი შოკოლადი

90 გრ ნიგოზი

50 გრ კენკრა ან ხილი

პეჩენის დაფხვენით წმინდად, აურიეთ დარბილებული კარაქი და კარგად აზილეთ ერთმანეთში. მრგვალ ფორმაში მოათავსეთ და 30 წუთით შედგით მაცივარში.

ჟელატინს დაასხით წყალი, როცა გაფუვდება დადგით ორთქლის აბაზანაზე. არაჟანი და შედ. რძე შეურიეთ ერთმანეთს, დაუმატეთ ჟელატინი და ერთგვაროვანი მასის მიღებამდე კარგად ურიეთ.

გამზადებული მასა მოასხით ზემოდან გამზადებულ ფენას, რომელიც  ფორმაშია და ისევ შედგით მაცივარში ახლა უკვე ორი საათით.

გახეხეთ შოკოლადი, კაკალი და აურიეთ ხილი. ფენა-ფენა მოაყარეთ ფორმაში გამზადებულ დესერტს. შეგიძლიათ ჯერ მოასხათ მოხარშული შედ. რძის კრემი და მერე მოაყაროთ ეს ყველაფერი. ორივე შემთხვევაში გემრიელია და კიდევ ერთი პლიუსი აქვს-გამოცხობა არ სჭირდება.

მასალის გამოყენების პირობები

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ