შოკოლადის ტიტები ხაჭოთი.

0
15
#post_seo_title

ერთი და იგივე ნამცხვარი შესაძლებელია სხვადასხვა ორიგინალური ფორმით მომზადდეს. ცომისა და შიგთავსის კომბინაციით კი ულამაზესი და უგემრიელესი ვარიანტები მივიღოთ. დღეს გთავაზობთ ე. წ. შოკოლადის ტიტებს, რომელთაც უნაზესი ხაჭოს შიგთავსი და უჩვეულოდ ლამაზი ფორმა აქვთ. გირჩევთ, შიგთავსს დაამატოთ კარდამონი. უჩვეულოდ გემრიელი გამოდის.

ინგრედიენტები

  • 320 გ ფქვილი
  • 130 გ არაჟანი
  • 3 ს. კ. კაკაო
  • 1,5 ჩ. კ. გამაფხვიერებელი
  • ერთი ს. კ. ლიმონის ცედრა
  • 110 გ კარაქი
  • ორი ს. კ. სიმინდის ფქვილი
  • 140 გ შაქარი
  • ერთი ცალი კვერცხი
  • 250 გ ხაჭო
  • ერთი მწიკვი მარილი

მომზადება

  1. ხაჭოს შეურიე 60 გ შაქარი, ცედრა, კვერცხის ცილა და კარდამონი. კარგად აურიე. თუ მასა თხევადი გამოვა, დაამატე ცოტა სახამებელი. დააფარე საკვები პარკი და შედგი მაცივარში.

შოკოლადის ტიტები ხაჭოთი.

2. შეურიე ერთმანეთს ფქვლი, გამაფხვიერებელი, შაქარი, კაკაო და მარილი. აურიე. დაამატე ცივი კუბებად დაჭრილი კარაქი და ხელით ასრისე. დაამატე არაჟანი და კვერცხის გული და მოზილე რბილი ცომი.

შოკოლადის ტიტები ხაჭოთი.

3. შეახვიე ცომი საკვებ პარკში და შედგი მაცივარში 40 წუთით. შემდეგ გადაახვიე ძეხვისებურად დაჭერი 16 ტოლ ნაწილად – თითოეული ბურთულა 40 გრამს უნდა იწონიდეს.

შოკოლადის ტიტები ხაჭოთი.

4. ბურთულები გააბრტყელე 3-4 მმ სისქის ფირფიტებად. ჩაჭერი ცენტრიდან ნაპირისკენ და მასზე მოათავსე ერთი ჩ. კ. შიგთავსი. ფრთხილად გადაახვიე წრეზე ისე, რომ ხაჭო ღმოჩნდეს ”ტიტას” შიგნით. შემდეგ შედგი მაცივარში 15 წუთით.

შოკოლადის ტიტები ხაჭოთი.

5. ნამცხვარი გადაიტანე პერგამენტიან საცხობზე და გამოაცხე 180 გრადუსზე  20-25 წუთით.

მზა ნამცხვარს შეგიძლია მოაყარო შაქრის პუდრა ან კაკაოს ფხვნილი, ასევე მოასხა გამდნარი შოკოლადი და სანამ გაშრება, მოაფრქვიო ქოქოსისი ფანტელი. იფანტაზიორეთ, რამდენი დრო და საშუალებაც გექნებათ!

ეს გემრიელი რეცეპტი გაუზიარეთ თქვენს მეგობრებს!

მასალის გამოყენების პირობები