ნამცხვარი, რომლის რეცეპტსაც ახლა შემოგთავაზებთ, საკმაოდ მოსახერხებელია სამსახურში ან პიკნიკზე წასაღებად. ის დაბალკალორიულია და ამავე დროს, სასარგებლოც. მას არ სჭირდება არც შაქარი, არც კარაქი. ნამცხვარი ნოყიერიცაა მასში თხილეულის შემცველობის გამო.
ინგრედიენტები
- ორი ცალი ბანანი
- 80 გ კურაგა
- მეოთხედი ჩ. კ. კარდამონი
- მეოთხედი ჩ. კ. დარიჩინი
- მეოთხედი ჩ. კ. მიხაკი
- ვანილი გემოვნებით
- ორი ს. კ. ზეთი
- ერთი ჭიქა შვრია
- 80 გ ნუში ან სხვა თხილეული
- ერთი მწიკვი მარილი
მომზადება
- კურაგა კარგად გარეცხე, დაასხი მდუღარე წყალი და გააჩერე ათი წუთი. წვრილად დაჭერი ნუში.
- ბანანი ჩაჭყლიტე ჩანგლით, დაამატე შვრია, ნუში, მარილი და საკმაზი. დარბილებული კურაგაც დაჭერი წვრილად და დაამატე შვრიის მასას.
- კოვზის დახმარებით შვრიის მასას მიეცი მრგვალი ფორმები და მოათავსე პერგამენტიან და ცხიმწასმულ საცხობ ფორმაზე. გამოაცხე 200 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში 15 წუთის მანძილზე.
მზა ნამცხვარი გადაიტანე ცხაურზე და გააციე. კარგად გაციებულ მდგომარეობაში ის უფრო ხრაშუნა ხდება. ძალიან ნოყიერი და სასარგებლო დესერტი თავისუფლად შეგიძლიათ ბავშვებსაც გაატანოთ სკოლაში. აუცილებლად სცადეთ და არ ინანებთ!
გემრიელად მიირთვით და გაუზიარეთ რეცეპტი თქვენს მეგობრებსაც!