როგორ შევარჩიოთ ყველი:
1. მიაქციეთ ნახვრეტებს ყურადღება – თანაბრად გადანაწილებული ხვრელები ყველის კარგ ხარისხზე მეტყველებს
2. თუ ყველს წონით ყიდულობთ, აუცილებლად შეამოწმეთ მისი ორიგინალი ნაჭრის იარლიყი. თუკი მასზე პროდუქტის ინგრედიენტები დეტალურადაა ჩამოწერილი, ესეიგი კარგ ყველს ყიდულობთ.
3. მკაფიო ყვითელი შეფერილობა ყველში შენარევების არსებობაზე მეტყველებს. ნამდვილი პროდუქტი მკრთალ ყვითელზე უფრო ღია ფერის არ უნდა იყოს.
4. დატოვეთ ყველის მცირე ნაჭერი ცალკე თეფშზე რამდენიმე საათით. თუ მის ზედაპირზე ზეთოვანი წერტილები გაჩნდება, ესეიგი მასში ცხოველური ცხიმებია შერეული. მაღალი ხარისხის ყველი მშრალ ზედაპირს შეინარჩუნებს.
5. თუ გაწელვისას ყველის ნაჭერი მაშინვე ტყდება, ეს მასში რძის ცხიმის ნაკლებობასა და ცხოველური ცხიმების დიდ შემცველობაზე მეტყველებს, რაც დაბალ ხარისხს უდრის.
6. თითებით მაღალხარისხიანი ყველისგან ბურთულას ვერ გააკეთებთ, იგი დაიშლება.