დილაობით ხშირად დრო არ გვყოფნის სრულფასოვანი საუზმე მოვიმზადოთ, გზაში სწრაფ კვებაში შეცლა ან ოფისში ცარიელი კუჭით ჯდომა კი არ გვსურს. ეს საჭირო არაა. დამანაყრებელი კერძისთვის 1 საათის სამზარეულოში გატარება საჭირო არაა. უბრალოდ შეიძინეთ ბაგეტი ან პატარა პური, გაავსეთ ის გემრიელი შიგთავსით და გასათბობად რამდენიმე წთ გაზქურაში მოათავსეთ.
წარმოგიდგენთ სწრაფ რეცეპტს. მიხვდებით, რომ სახლში ყველა ინგრედიენტი მოგეპოვებათ. შებგიძლიათ ისინი სამსახურშიც წაიღოთ ან ბავშვს სკოლაში გაატანოთ.
ინგრედიენტები
ბაგეტი 1 ც
შამპინიონები 200გ
ყველი 100გ
არაჟანი 3 ს. კ.
ხახვი 1ც
ნიორი 1 კბილი
მზესუმზირის ზეთი 50მლ
მარილი
პილპილი
მომზადება
დაჭერით ბაგეტი ნაჭრებად ასე 5-7სმ ზომით. ჩაის კოვზით ამოაცალეთ რბილი ნაწილი, რათა ჭიქის ფორმა მიიღოს.
შიგთავსის მოსამზადებლად გარეცხეთ და წვრილად დაჭერით სოკო, გაასუფთავეთ და დაჭყლიტეთ ნიორი და ხახვი. შეწვით ისინი და შეწვის დასრულებამდე 5 წუთით ადრე დაამატეთ ტაფას არაჟანი, მარილი და პილპილი. ყველაფერი კარგად აურიეთ.
ბაგეტის ნაჭრებს წაუსვით მზესუმზირის ზეთი და მოათავსეთ გამოსაცხობ ფორმებში. ფრთხილად ამოავსეთ “ჭიქები” შიგთავსით და დაახეხეთ ყველი.
მოათავსეთ 180 გრადუსზე გაცხელებულ გაზქურაში 7-8 წთ.