ყაყაჩოს რულეტის მომზადება ლავაშისგან

0
80
#post_seo_title

ყაყაჩოს რულეტის მომზადება ზოგ ქვეყანაში ძალიან პოპულარულია. მინიმალური ცომი, ბევრი შიგთავსი და მომზადების დრო – სულ ოცი წუთი. გამოდის ძალიან ნაზი სტუქტურის, ვინაიდან კრემ-ყველის შიგთავსით არის წარმოდგენილი.

ყაყაჩოს რულეტის მომზადებისას კრემ-ყველის შეცვლა შეგიძლია მასკარპონეთი ან სულაც ხაჭოთი. ძალიან გემრიელია და აუცილებლად უნდა სცადო!

ინგრედიენტები

  • ერთი ცალი ლავაში
  • 250 გ კრემ-ყველი
  • ორი ს. კ. შაქარი
  • 30 გ ყაყაჩოს თესლი
  • ორი ცალი კვერცხი

მომზადება

1. ყაყაჩოს თესლს დაასხი მდუღარე წყალი და დადგი. შეურიე ერთმანეთს კრემ-ყველი და შაქარი, ასევე ერთი მთლიანი კვერცხი და ერთი კვერცხის ცილა. ყაყაჩოს თესლი გადაწურე და ჩაამატე შიგთავსს. კარგად აურიე.

2.  მიღებული შიგთავსი თანაბრად გადაანაწილე ლავაშზე.

3.ლავაში გადაახვიე რულეტის სახით და გადაიტანე პერგამენტიან ფორმაზე. ზემოდან წაუსვი კვერცხის გული. გამოაცხე 200 გრადუსზე ოცი წუთის განმავლობაში.

ხაჭოს შიგთავსის მქონე რულეტი ძალიან უხდება ჩაის ან ყავას. მოამზადე და ოჯახის წევრებიცა და სტუმრებიც აღფრთოვანებაში მოიყვანე!

გემრიელად მიირთვი და გაუზიარე ეს გემრიელი რეცეპტი შენს მეგობრებსაც!

#drpkhakadze #pitskhelauri

#აქხარისხია

გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi

მასალის გამოყენების პირობები