ყაბაყის სუპის რეცეპტი

0
15
#post_seo_title

მსუბუქი ბოსტნეულის სუპი იდეალური კერძია ზაფხულისთვის. სასარგებლო, გემრიელი, ხელმისაწვდომი ინგრედიენტებით. სუპ-პიურე ყაბაყით პირველ კერძებს შორის ლიდერია. კარგი ვარიანტი მათთვის, ვისაც გახდომა უნდა და ბავშვებისთვის, რომლებიც ბოსტნეულს არ მიირთმევენ.

წარმოგიდგენთ მისი მომზადების რეცეპტს. საიდუმლო იმაშია, რომ სუპი გემოთი სოკოს ძალიან ჰგავს, მაგრამ მასში ის არ მოიძებნება. შეგიძლიათ მოამზადოთ ქათმის ბულიონზე ან წყალზე. ნაღების მაგივრად, დაუმატოთ რძე.

ყაბაყის სუპის რეცეპტი

ინგრედიენტები

  • 1 ლ ქათმის ბულიონი
  • 200 მლ ნაღები
  • 5 ნედლი ყაბაყი
  • 2 საშუალო კარტოფილი
  • 1 სტაფილო
  • 1 ხახვი
  • 2 კბილი ნიორი
  • 2 ს.კ. მცენარეული ზეთი
  • მარილი, სუნელები

მომზადება

გაასუფთავეთ ბოსტნეული და გრეცხეთ.

ხახვი და ნიორი ქვაბში მსუბუქად შეკმაზეთ, არ დაწვათ!

როგორც კი ხახვი გამჭვირვალე გახდება, ქვაბში დანარჩენი ბოსტნეული დაამატეთ (დაჭყლეტილი). დაასხით ბულიონი და მოხარშეთ.

ყაბაყის სუპის რეცეპტი

ცალკე ჭურჭელში ნაღები ადუღებამდე მიიყვანეთ.

როცა ბოსტნეული მზად იქნება, გადაასხით ბულიონი, მასა კი ბლენდერით პიურედ დაჭყლიტეთ. დაუმატეთ ცხელი ნაღები და კიდევ ერთხელ აურიეთ.

ნაღებისა და ბოსტნეულის პიურე ისევ ცეცხლზე შემოდგით. პორციებად დაუმატეთ ბულიოდი, მიიყვანეთ სუპი საჭირო კონსისტენციამდე.

ყაბაყის სუპის რეცეპტი

მიიყვანეთ სუპი ადუღებამდე და გამორთეთ. დააყენეთ ცოტახანი და სუფრასთან ნედლ მწვანილთან. ნაღებთან ან არაჟანთან ერთად მიიტანეთ.

ყაბაყის სუპის რეცეპტი

მასალის გამოყენების პირობები