მოამზადეთ ხახვის უგემრიელესი ღვეზელი ტაფაზე

0
86
#post_seo_title

როგორც წესი, ღვეზელი უნდა გამოაცხოღ  ღუმელში. ღუმელის ჩართვა კი ხშირად გვეზარება, ამიტომ არსებობს გამოსავალი:

ღვეზელი რომ ტაფაზე შევწვათ  გარედან კარგად იბრაწება, შიგნით კი რჩება წვნიანი და რბილი.

გასინჯეთ და აუცილებლად მოგეწონებათ.

ინგრედიენტები

  • 400 გ ხახვი
  • 1 ცალი ხახვი
  • 60 გ ხაჭო
  • 120 გ ფქვილი
  • 0,5 კონა ოხრახუში
  • 0,5 ჩ. კ. პაპრიკა
  • მარილი გემოვნებით
  • შავი დაფქული პილპილი გემოვნებით
  • ზეთი

მომზადება

1. გაფცქვენით 4 ან 5 ცალი საშუალო ზომის ხახვი, დაჭერით ისინი წვრილად და ჩაყარეთ თასში. გაწურეთ ხელით. დაამატეთ კვერცხი და ხაჭო.

2. კარგად აურიეთ ყველაფერი. შემდეგ კი ამ მასაში ჩაყარეთ დაჭრილი მწვანილი, სანელებლები და მარილი გემოვნებით. აქვე ჩაცერით ფქვილი. კარგად აურიეთ.

3. თქვენ გამოგივათ სქელი და ბლანტი ცომი. აიღეთ მინიმუმ 24 სმ დიამეტრის მქონე ტაფა. უხვად წაუსვით მას ცხიმი. გააცხელეთ საშუალო ცეცხლზე და გადაიტანეთ მასზე ცომი.

4. ცომი შეწვით ორივე მხრიდან ოქროსფრამდე, თითოეულ მხარეს დაახლოებით ათი წუთი. აცხვეთ თავდახურულში. მზა კერძი გადაიტანეთ დიდ თეფშზე და დაჭერით სამკუთხა ნაჭრებად.

ხახვის ღვეზელი ძალიან მარტივად მოსამზადებელი და გემრიელი კერძია. ის შეგიძლიათ მიართვათ როგორც ოჯახის წევრებს, ასევე ძვირფას სტუმრებს. სუფრასთან მიიტანეთ ცხელი სახით! ძალიან უხდება არაჟნისა და ნივრის სოუსი. კაცებს ძალიან მოსწონთ განსაკუთრებით ბახუსის დროს.

მიირთვით გემრიელად!

რეცეპტი გაუზიარეთ მეგობრებს.

#drpkhakadze #pitskhelauri

გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi

მასალის გამოყენების პირობები