ქართული მოცვის ექსპორტი -მოსალოდნელი საფრთხეები

0
58
#post_seo_title

შესაძლოა ქართული კენკროვანი ხილი რუსულ ბაზარზე არ შეუშვან, ცხადია, ეს იქნება კატასტროფა. რადგან საქართველოდან მოცვის 90% სწორედ რუსეთში გადის.

დღევანდელი სტატისტიკით ევროპის და აზიის ქვეყნების დატვირთვა მხოლოდ 6%-ია. აღსანიშნავია, რომ რუსეთში „არამეგობრული“ ქვეყნებიდან ხილისა და კენკრის იმპორტი უკვე აკრძალულია. ახალი ინიციატივით კი აკრძალვა „მეგობარ“ ქვეყნებსაც შეეხებათ.

საქსტატის მონაცემებით, 2024 წელს ქვეყნიდან ექსპორტზე 27. 808 მლნ დოლარის ღირებულების (4 953 ტონა) ლურჯი მოცვი გავიდა, აქედან 24.276 მლნ დოლარის (4 268 ტონა) მხოლოდ რუსეთში. ანუ ქართული მოცვის 87% მხოლოდ ერთ ბაზარზე – რუსეთში მოხვდა.

მოცვის ექსპორტით მეორე ადგილზეა გერმანია, სადაც გასულ წელს 1.805 მლნ დოლარის ღირებულების (358 ტონა) მოცვი გავიდა, მესამე ადგილზეა არაბთა გაერთიანებული საამიროები – 600.8 ათასი დოლარით (73 ტონა). ექსპორტიორი ქვეყნების ხუთეულში შედიან – პოლონეთი, სადაც 2024 წელს 360.4 ათასი დოლარის (83 ტონა) ღირებულების მოცვი გავიდა და სომხეთი, სადაც შარშან 269 ათასი დოლარის (70 ტონა) მოცვი გავყიდეთ.

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #pitskhelauri #აქხარისხია

გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniSupra.ge
#drpkhakadze

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ