ხშირად ვცდილობთ ერთი და იგივე პროდუქტი სხვადასხვანაირად მოვამზადოთ მისი მაქსიმალურად გაგემრიელების მიზნით და ამიტომ ვეძებთ სოუსების, საკმაზის, ტექნოლოგიების მრავალნაირ ვარიანტს. ბოლოს კი აღმოჩნდება, რომ სულ უბრალო ინგრედიენტის დამატებას შეუძლია დაგვეხმაროს ამ მიზნის მიღწევაში. დღეს გთავაზობთ ქათმის მომზადების რეცეპტს ებრაულად – გადამწყვეტი როლი ხორცის გემოს გახსნაში აქ ხახვს ეკუთვნის.
ინგრედიენტები
- 7 ცალი ქათმის ბარკალი
- 4 თავი ხახვი
- ერთი ს. კ. ზეთი
- ნახევარი ჩ. კ. სოდა
- კამა გემოვნებით
- მარილი და შავი დაფქული პილპილი გემოვნებით
მომზადება
- ხახვი გაფცქვენი და დაჭერი კუბებად ან რგოლებად. გააცხელე ზეთი ტაფაზე და ხახვი შეწვი ძლიერ ცეცხლზე.
- ჩაამატე ხახვში სოდა და მოშუშე ოქროსფერის მიღებამდე. მუდმივი მორევით უნდა მიიღო ერთგვაროვანი მასა.
- ტაფაში ჩაასხი ცოტა ზეტი. ჩაალაგე მასში ქათმის ბარკლები, ზემოდან მოათავსე ხახვი და შუშე დაბალ ცეცხლზე 20 წუთის განმავლობაში.
- ბარკლები გადააბრუნე, დაამატე ცოტა წყალი და კვლავ 20 წუთი მოთუშე. მოაყარე მარილი და პილპილი და 5 წუთით გააგრძელე შუშვა. ბოლოს მოაყარე დაჭრილი კამა.
ებრაული წესით მომზადებულ ქათამს ნებისმიერი გარნირი უხდება: კარტოფილის პიურე, ბრინჯი, მაკარონი და სხვ.
გემრიელად მიირთვით და გაუზიარეთ რეცეპტი მეგობრებსაც!