ფხვიერი ნამცხვარი მარწყვით

0
112
#post_seo_title

მარწყვი წელიწადში მცირე დროით გვანებივრებს, ამიტომაც საჭიროა მისი მაქსიმალურად გამოყენება მოვასწროთ. შეგიძლიათ ნედლი მარწყვი ზამთრისთვის გაყინოთ და შემდეგ მისგან ფხვიერი ნამცხვარი გამოცხვოთ.

ფხვიერი ნამცხვარი ჯადოსნური გემოთი

ინგრედიენტები: 250 გ ფქვილი, 400 გ მარწყვი, 400 გ ხაჭო, 125 გ ნაღების კარაქი, 200 გ არაჟანი, 3 კვერცხი, 11 ს.კ. შაქარი, 2 ს.კ. სახამებელი, 0,5 ჩ.კ. მარილი, 0,5 ჩ.კ. დარიჩინი, შაქრის პუდრა
მომზადება

ჯამში გაცერით ფქვილი, დაუმატეთ მარილი და 3 კოვზი შაქარი. აურიეთ.

ფხვიერი ნამცხვარი მარწყვით | შენი სუფრა

ფქვილს შეურიეთ კუბიკებად დაჭრილი ნაღების კარაქი. ერთგვაროვანი მასა უნდა გამოგივიდეთ.

ფხვიერი ნამცხვარი მარწყვით | შენი სუფრა

დაუმატეთ 1 კვერცხი და მოზილეთ ცომი. თუ ხელში მსოახელთებელი არაა, რამდენიმე კოვზი ცივი წყალი დაუმატეთ.

ფხვიერი ნამცხვარი მარწყვით | შენი სუფრა

ცომი გამოსაცხობ ფორმაში გადაიტანეთ და გვერდები მოუმრგვალეთ. ცოტახანი მაცივარში მოათავსეთ.

ფხვიერი ნამცხვარი მარწყვით | შენი სუფრა

შეუდექით შიგთავსს. დარჩენილი კვერცხი გაყავით გულებად და ცილებად. გულები ათქვიფეთ, დაამატეთ არაჟანი, ხაჭო, სახამებელი და 6 კოვზი შაქარი. ყველაფერი მიქსერით აურიეთ.

ფხვიერი ნამცხვარი მარწყვით | შენი სუფრა

ცალკე ათქვიფეთ ცილა. დაუმატეთ ხაჭოს მასას. მიიღებთ ჰაეროვან, ფუმფულა მასას.

ფხვიერი ნამცხვარი მარწყვით | შენი სუფრა

ცომის ფორმა გამოიღეთ მაცივრიდან და მასზე ხაჭოს მასა მოათავსეთ. გამშრალი მაწრყვი ზევიდან გაანაწილეთ. დარჩენილი შაქარი და დარიჩინი აურიეთ და ნამცხვარს ზევიდან მოაყარეთ. ღუმელში 40 წუთით შედეთ. გაციების შემდეგ შაქრის პუდრა მოაყარეთ.

ფხვიერი ნამცხვარი მარწყვით | შენი სუფრა

ეს განსაკუთრებული დესერტი შეგიძლიათ მარწყვის ნაცვლად სხვა კენრითაც მოამზადოთ. მიმართეთ ექსპერიმენტებს!

#drpkhakadze #pitskhelauri

გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi

READ  ომლეტის მომზადებას დიდი დრო და ძალისხმევა არ ჭირდება, თუმცა არსებობ სხვა რეცეპტებიც რომელიც აუცილებლად მოგეწონებათ. აი რეცეპტი