ფრანგული წარმოშობის საოცარი დესერტის ერთი შეხედვით რთული, მაგრამ მარტივი რეცეპტი-“სამფერი შოკოლადის სუფლე”.

0
27
#post_seo_title

ტორტი “სამი შოკოლადი”

80-იანი წლების დასაწყისში დაიწყეს გემრიელი თეთრი შოკოლადის სუფლეს მომზადება. შემდგ გადაწყვიტეს სუფლესთვის გამოეყენებინათ რამოდენიმე სახის შოკოლადი. უგემრიელესი ტორტი სუფლესთვის

დაგჭირდებათ:

 

კაკაოს ნამცხვარი – 300 გრ.          კრემი – 300 მლ.

ჟელატინი – 5 ც.                              ხაჭო – 75 გრ.

შაქარი – 0,5 ჭიქა                            თეთრი შოკოლადი – 200 გრ.

კარაქი – 125 გრ.                              შავი შოკოლადი – 200 გრ.

წყალი – 0, 25 გრ.

რძიანი შოკოლადი – 200 გრ.

 

მომზადება:

გაატარეთ ბლენდერში ტკბილი კაკაოს ნამცხვარი, დაუმატეთ გამდნარი კარაქი და ათქვიფეთ.

მრგვალ კარაქწასმულ ფორმაში მოათავსეთ მასა, ჭიქის დახმარებით კარგად გაშალეთ და 20 წთ-ით შედგით მაცივარში.

ხაჭო შაქართან ერთად აურიეთ, ჩაასხით კრემი და კარგად გათქვიფეთ. ცივ წყალში 5 წუთით მოათავსეთ ჟელატინი, იმავდროულად ქვაბში ავადუღოთ წყალი, ჩავუშვათ დამბალი ჟელატინი, დავუმატოთ კრემს და კვლავ ავურიოთ.

ორთქლის აბაზანაზე გავადნოთ თეთრი შოკოლადი, შევურიოთ მას კრემის მესამედი, აურიეთ კარგად. მაცივრიდან გამოვიღოთ ფორმა, წავუსვათ ზედ მიღებული შოკოლადის მასა და 15 წთ-ით შევდგათ საყინულეში ან 30 წთ-ით მაცივარში.

ასე გაიმეორეთ რძის და შავი შოკოლადის გამოყენებით. ბოლოს დატოვეთ მაცივარში სანამ არ გამაგრდება.

ეს არის არაჩვეულებრივი სამფერი შოკოლადის სუფლე, რომელიც ფრანგული წარმოშობის საოცარი დესერტია მათთვისაც კი, ვინც არ თვლის თავს ტკბილეულის მოყვარულად.

მასალის გამოყენების პირობები

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ