ფორთოხლის ქერქის მურაბა

0
26
#post_seo_title

ფორთოხლის ქერქი გამოიყენება კულინარიაში, კექსების მოსამზადებლად, რომელიც არომატულ გემოს აძლევს, მისგან ამზადებენ აგრეთვე უგემრიელეს მურაბას.

ყველას გაგვისინჯავს მალინის, ატმის, გარგარის და სხვა გემრიელი ხილის მურაბა, მაგრამ თუ ერთხელ გასინჯავთ ფორთოხლის ქერქის მურაბას, მერწმუნეთ მისი გადაყრა აზრად აღარ მოგივათ.

აიღეთ 3 ფორთოხალი, 300 გრ. შაქარი, 300 მლ. წყალი, 1 ს/კ ლიმონის წვენი.

კარგად გარეცხეთ ფორთოხალი, გაყავით ორ ნაწილად, რბილობი ამოაცალეთ და მიირთვით. ქერქი კარგად გაასუფთავეთ თეთრი ნაწილისგან. დაჭერით გრძელ ნაჭრებად, მოათავსეთ თასში, დაასხით ცივი წყალი, დატოვეთ მთელი ღამით. კარგი იქნება თუ ორჯერ მაინც გამოსცვლით წყალს, რადგან სიმწარე მთლიანად გაუვიდეს. აიღეთ თითო-თითო ქერქი და ნემსით და ძაფით რგოლებად შეკარით. ჩააწყვეთ რგოლები ქვაბში, დაასხით წყალი და ადუღეთ 20 წთ. შემდეგ გადაწურეთ და ისევ დაასხით ცივი წყალი, ასე გაიმეორეთ ოთხჯერ. ბოლოს ამოწურეთ ქერქები და საწურავზე დაწურეთ.

ქვაბში ჩაასხით 300 მლ. წყალი, ჩაყარეთ შაქარი, დადგით ცეცხლზე და მოამზადეთ სიროფი. რგოლებს მოაცილეთ ძაფები და ჩაუშვით სიროფში, ხარშეთ საშუალო ცეცხლზე 30 წთ. გადმოდგით, შეაგრილეთ, დაუმატეთ ლიმონის წვენი და ისევ ადუღეთ 30 წთ. ფორთოხლის ქერქის მურაბა მზადაა.

მასალის გამოყენების პირობები

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ