ჩვეულებრივი თეთრი კომბოსტო საკმაოდ პოპულარული ბოსტნეულია. გარდა იმისა, რომ ის მდიდარია ვიტამინებითა და მინერალებით, ამ პროდუქტისგან უამრავი კერძის მომზადებაა შესაძლებელი. უმი სახით თეთრი კომბოსტო კიდევ უფრო სასარგებლო და მეტად გემრიელიცაა. მისი სალათები ჯანსაღი კვების შემადგენელი ნაწილია.
ინგრედიენტები
- 250 გ კომბოსტო
- ორი ცალი კიტრი
- ერთი კონა კამა
- ერთი ჩ. კ. მდოგვი
- ერთი ჩ. კ. სოიოს სოუსი
- ორი ცალი კვერცხი
- ერთი კონა ოხრახუში
- 3 ს. კ. ზეთი
- ორი ს. კ. არაჟანი
- ერთი მწიკვი პაპრიკა
- მარილი გემოვნებით
მომზადება
- კვერცხი მოხარშე 8 -10 წუთის განმავლობაში. გადაიტანე ცივ წყალში და გაფცქვენი.
- დიდ ჯამში დაჭერი კომბოსტო თხლად.
- დაჭერი კიტრი და მწვანილიც, ჩაყარე კომბოსტოსთან ერთად.
- კვერცხის გული და ცილა გააცალკევე. ცილა დაჭერი წვრილად და მიამატე კომბოსტოს.
- ცალკე მოამზადე სოუსი. კვერცხის გული ჩაჭყლიტე ჩანგლით, დაამატე მდოგვი, სოიოს სოუსი, არაჟანი, ზეთი, პაპრიკა და მარილი. აურიე.
- სალათას მოაყარე მარილი და შეაზავე სოუსით. კარგად აურიე და შედგი მაცივარში.
უგემრიელესი სალათა მზად არის! თქვენ როგორ ამზადებთ კომბოსტოს სალათას. განსხვავებული რეცეპტები მოგვწერეთ კომენტარებში.
ეს რეცეპტი კი გაუზიარეთ თქვენს მეგობრებს სოცქსელებით!