ტორტი “ჩრდილოეთის დათუნია” ან უბრალოდ, ნიგვზიანი ტორტი არაჟნის კრემით.

0
22
#post_seo_title

ყველას აქვს ბავშვობის ტკბილი მოგონებები. ჩემთვის ერთ-ერთი ასოცირდება ტორტთან “ჩრდილოეთის დათუნია”, რომელსაც ყველა დღესასწაულზე გვიცხობდა ბებია. მახსოვს კერძების შემდეგ როგორ მოუთმენლად ველოდებოდი ამ გემრიელი ტორტის მაგიდაზე გამოჩენას, ველოდებოდი როდის მომიჭრიდნენ და ჩემზე ბედნიერი არავინ მეგონა.

ახლახანს სულ შემთხვევით გადავაწყდი რეცეპტს და სურვილი გამიჩნდა ყველასთვის გამეზიარებინა:

 

 

ტორტი “ჩრდილოეთის დათუნია” ან უბრალოდ, ნიგვზიანი ტორტი არაჟნის კრემით.

მასალა:

2-3 ჭიქა ფქვილი

1 ჭიქა შაქარი

100 გრ. კარაქი

1 ჭიქა არაჟანი

3 ჩ/კ კაკაო

0.5 ჩ/კ. სოდა

თხილი გემოვნებით

ცომის მომზადება:

გავცრათ ფქვილი. ცალკე თასში შეურიეთ 1 ჭიქა შაქარი და გამდნარი კარაქი.  შემდეგ დაამატეთ 1 ჭიქა არაჟანი, სოდა და შეურიეთ  ფქვილის ნახევარი.  შეაზილეთ ფქვილი მასას.

გაყავით ორ ნაწილად, ერთს შეაზილეთ კაკაო. დარჩენილი ფქვილი მოაყარეთ ორივე ცომს და მოზილეთ ელასტიური ცომი.

თითოეული სამ ნაწილად გაყავით და გამოაცხეთ ცხიმწასმულ ფორმაზე 20 გრადუსზე სამი თეთრი და სამი შავი ფირფიტა. ცხელ ფირფიტებს ჩამოვაჭრათ გვერდები.

ნიგოზი ან მიწისთხილი დავხალოთ და დავფქვათ. შეგიძლიათ სხვადასხვა სახის თხილეულის გამოყენებაც, ეს უკვე თქვენს სურვილზეა დამოკიდებული.

ამ ტორტს უხდება არაჟნის კრემი. გავთქვიფოთ არაჟანი შაქართან ერთად. ფირფიტები შეაერთეთ კრემით ისე, რომ ზემოდან შავი ფირფიტა მოექცეს, კრემს ყოველ ჯერზე მოაყარეთ დაფქვილი ნიგოზი.

 

 

ტორტი “ჩრდილოეთის დათუნია” ან უბრალოდ, ნიგვზიანი ტორტი არაჟნის კრემით.

ზემოდან მოასხით შოკოლადის მინანქარი ან ბოლო ფირფიტასაც წაუსვით  კრემი და გააფორმეთ ქოქოსის ფხვნილით და თხილეულით. ეს თქვენს ფანტაზიაზეა დამოკიდებული.

 

მასალის გამოყენების პირობები

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ