ორშაბათი, დეკემბერი 9, 2024
- Advertisement -spot_img
მთავარიბლოგიტოპ 3 კერძი, რომელიც უნდა გასინჯოთ აჭარაში

ტოპ 3 კერძი, რომელიც უნდა გასინჯოთ აჭარაში

3 ყველაზე გემრიელი აჭარული კერძი, რომელიც აუცილებლად უნდა დააგემოვნოთ

ტრადიციული ქართული კერძები, როგორებიცაა – საცივი, მწვადი, ხაჭაპური, მჭადი, ხინკალი, ჩქმერული, ნიგვზიანი ფხალი, ლობიო და სხვები აჭარული სამზარეულოს განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს. თუმცა გარდა ტრადიციული ქართული კერძებისა, აჭარა ადგილობრივი კერძების სიმრავლითაც გამოირჩევა.

აჭარულ სამზარეულოზე დიდი გავლენა მოახდინა მაღალმთიანი რეგიონების ცხოვრების წესმა, რის გამოც რძის პროდუქტები ადგილობრივი კერძების მთავარ კომპონენტს წარმოადგენს.

მაღალმთიანი აჭარა ხანგრძლივი ზამთრით ხასიათდება, რაც ზრდის საკვები პროდუქტების დიდი ხნით შენახვის საჭიროებას. აჭარულ სამზარეულოში უხვადაა როგორც ბოსტნეულისგან, ასევე ხორცისა და თევზისგან დამზადებული კერძები. აჭარულ სამზარეულოში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ტკბილეულობას.

და აი ისიც, 3 უგემრიელესი ადგილობრივი კერძი, რომლებიც აჭარაში უნდა დააგემოვნოთ:

ტოპ 3 კერძი, რომელიც უნდა გასინჯოთ აჭარაში

აჭარული ყველი

აჭარაში ყველის ბევრნაირი სახეობაა გავრცელებული. ყველაზე დამახასიათებელი კი აჭარული დაწნული ყველია, რომელსაც ძირითადად მაღალმთიან რეგიონებში ამზადებენ. დაწნული ყველის დამზადების განსაკუთრებული ტექნოლოგია, განსხვავებული ფორმა და დამახასიათებელი გემო მიმზიდველია ნებისმიერი გურმანისთვის.

ტოპ 3 კერძი, რომელიც უნდა გასინჯოთ აჭარაში

კაიმაღი

კაიმაღი აჭარული სამზარეულოსთვის დამახასიათებელი კერძია, რომელიც დიდი პოპულარობით სარგებლობს ადგილობრივებში. კაიმაღი რძისგან მზადდება და გამორჩეულად ნოყიერია. მისი მირთმევა

სასურველია ყველთან და მჭადთან ერთად. თუკი ერთხელ მაინც დაგიგემოვნებიათ ეს აჭარული კერძი, მის მირთმევაზე უარს ვერასდროს იტყვით.

ტოპ 3 კერძი, რომელიც უნდა გასინჯოთ აჭარაში

აჭარული ხაჭაპური

აჭარული ხაჭაპური გამოირჩევა როგორც ორიგინალური ფორმით, ისე განსაკუთრებული გემოთი. თუ კლასიკურ ხაჭაპურს სხვა კერძებთან ერთად აგემოვნებენ, აჭარულ ხაჭაპურს როგორც მეტად ნოყიერ კერძს ცალკე შეექცევიან დილის საუზმის ან სადილის დროს. აჭარული ხაჭაპურის შექმნის არაერთი ვერსია არსებობს. ზღვისპირას მცხოვრებ ლაზებს ცომისთვის ნავის ფორმა მიუციათ, კვერცხის გული კი თითქოს ზღვაში ჩამავალ მზეს განასახიერებს. მზე და ზღვა კულინარიაში ასე გემრიელად არავის დაუკავშირებია ერთმანეთთან.

წყარო

 

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniSupra.ge
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები
ბოზკაადა თურქეთის ბიუჯეტური კუნძულია

ბოზკაადა თურქეთის ბიუჯეტური კუნძულია

6 December, 2024
ბავშვის ნერვული სისტემა და დამოუკიდებლობა – სინამდვილეში როგორ ყალიბდება ბავშვში დამოუკიდებლობა

ბავშვის ნერვული სისტემა და დამოუკიდებლობა – სინამდვილეში როგორ ყალიბდება ბავშვში დამოუკიდებლობა

დეკემბერი 5, 2024
ზოდიაქოს ნიშნები, რომელთათვის შემდეგი 10 წელი დაუჯერებლად კარგი იქნება

ზოდიაქოს ნიშნები, რომელთათვის შემდეგი 10 წელი დაუჯერებლად კარგი იქნება

7 დეკემბერი 2024
საახალწლო სოფლის თემატიკა: 10 გამორჩეული დეკორაცია 2025 წლისთვის

საახალწლო სოფლის თემატიკა: 10 გამორჩეული დეკორაცია 2025 წლისთვის

დეკემბერი 8, 2024
როგორ შევინახოთ გარჩეული ნიგოზი – ამ მეთოდით ინახება 1 წლამდე

როგორ შევინახოთ გარჩეული ნიგოზი – ამ მეთოდით ინახება 1 წლამდე

დეკემბერი 5, 2024
ეს, შესაძლოა, სიმსივნეზე მიანიშნებდეს – რომელი სიმპტომები არ უნდა დავტოვოთ უყურადღებოდ

ეს, შესაძლოა, სიმსივნეზე მიანიშნებდეს – რომელი სიმპტომები არ უნდა დავტოვოთ უყურადღებოდ

3 დეკემბერი 2024
ისტორიაში პირველად, მეცნიერებმა ბეთჰოვენის დნმ მიიღეს და მისი ცხოვრების იდუმალი დეტალები გამოავლინეს

ისტორიაში პირველად, მეცნიერებმა ბეთჰოვენის დნმ მიიღეს და მისი ცხოვრების იდუმალი დეტალები გამოავლინეს

დეკემბერი 4, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
როგორ შევარჩიოთ ნაძვის ხე

როგორ შევარჩიოთ ნაძვის ხე

დეკემბერი 8, 2024
ახალი წელი ავსტრალიაში: ზეიმი ზაფხულის ატმოსფეროში

ახალი წელი ავსტრალიაში: ზეიმი ზაფხულის ატმოსფეროში

8 დეკემბერი 2024
ვაზისუბანი — თანამედროვე საცხოვრებელი უბანი თბილისში

ვაზისუბანი — თანამედროვე საცხოვრებელი უბანი თბილისში

დეკემბერი 8, 2024
უმსხვილესი ევროპული კომპანიების რეიტინგი 2024

უმსხვილესი ევროპული კომპანიების რეიტინგი 2024

დეკემბერი 8, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
- Advertisment -spot_img

ბოლო სიახლეები