სოკოს სუპი რძეზე და ღვინოზე ყველა სხვა სოკოს სუპს ჯობია

0
7
#post_seo_title

ყველა დიასახლისს აქვს საყვარელი სოკოს სუპის რეცეპტი. ზოგი მას ნაღებით ხარშავს, ზოგი ყველით და აშ. ჩვენ წარმოგიდგენთ მის რეცეპტს რძესა და თეთრ ღვინოზე. მსგავს კერძს პოლონურ რესტორნებში ამზადებენ, თუმცა სახლში მომზადებაც სავსებით შესაძლებელია. დამანაყრებელი სოკოს სუპი ნებისმიერი სოკოსგან გამოვა. იდეალური იქნება თეთრი ან ტყის სოკო. ღვინო ხარისხიანი უნდა იყოს. რძე ადუღებული.

სოკოს სუპი რძეზე და ღვინოზე ყველა სხვა სოკოს სუპს ჯობია

პოლონეთში მას სპეციალურ ბოსტნეულის ბულიონში ხარშავენ, სტაფილოთი, ხახვით, ოხრახუშით. შემდეგ ბოსტნეულს ყრიან და სუპისთვის სითხეს იყენებენ. თუ დრო გაქვთ, ამ ხერხს მიმართეთ, თუ არადა გამოიყენეთ ჩვეულებრივი წყალი.

ინგრედიენტები
  • 300 მლ ბოსტნეულის ბულიონი ან წყალი
  • 250 მლ რძე
  • 200 მლ მშრალი თეთრი ღვინო
  • 400 გ სოკო
  • 50 მლ ცხიმიანი ნაღები
  • 4–5 კბილი ნიორი
  • 2–3 საშუალო კარტოფილი
  • 2 сს.კ. მცენარეული ზეთი
  • 2 ს.კ. ნაღების კარაქი
  • მწვანე ხახვი
  • მუსკატის თხილი
  • მარილი, საკმაზები
მომზადება

სოკო დაჭერით ფირფიტებად. მისი ნაწილი შეწვით დაჭყლეტილ მწვანე ხახვთან და ნიორთან, ნაღების კარაქისა და მცენარეული ზეთის ნაზავში.

სოკოს სუპი რძეზე და ღვინოზე ყველა სხვა სოკოს სუპს ჯობია

როცა სოკო შეიწვება, დაუმატეთ ტაფას ჭიქა ღვინო და ცოტაოდენი მუსკატის თხილი. როცა მასა ადუღდება, გადაიტანეთ ქვაბში.

მასშივე დაამატეთ დანარჩენი სოკო, კუბიკებად დაჭრილი კარტოფილი და გადაასხით ბოსტნეულის ბულიონი. მოაყარეთ მარილი. დაელოდეთ ადუღებას, შეამცირეთ ცეცხლი და მოხარშეთ სუპი 15 წთ.

სოკოს სუპი რძეზე და ღვინოზე ყველა სხვა სოკოს სუპს ჯობია

ჩაასხით სუპში რძე, ნაღები და ისევ მიიყვანეთ ადუღებამდე. დაუმატეთ მწვანილი, საკმაზები და გამორთეთ. სურვილის შემთხვევაში ბლენდერით სუპად აქციეთ.

მიირთვით ცხელი სუხარებით.

სოკოს სუპი რძეზე და ღვინოზე ყველა სხვა სოკოს სუპს ჯობია

მასალის გამოყენების პირობები