ჰაეროვანი კარტოფილის პიურე პირში დნება!
ინგრედიენტები:
კარტოფილი 1 კგ
ნაღები 1/3 ჭიქა
ნაღების კარაქი 3 ს. კ.
ნაღების ყველი 100 გ
მარილი გემოვნებით
პილპილი გემოვნებით
მომზადება:
- გაასუფთავეთ კარტოფილი, გაჭერით შუაზე და მოხარშეთ მარილიან წყალში დარბილებამდე.
- პატარა ქვაბში, ნელ ცეცხლზე, აურიეთ ნაღები, ნაღების კარაქი და ნაღების ყველი. აურიეთ იქამდე, სანამ ერთგვაროვანი არ გახდება და არ გათბება.
- გადაასხით წყალი კარტოფილიდან და ცოტა გააცივეთ.
- დიდ ჯამში დაჭყლიტეთ კარტოფილი პიურედ. დაუმატეთი ნაღების ნაზავი და საგულდაგულოდ აურიეთ. მარილი და პილპილი დაუმატეთ გემოვნებით.
ნაღების ყველის ნაცვლად შეგიძლიათ გამოიყენოთ კარგად ათქვეფილი ცხიმიანი ნაღები.