სამარხვო კატლეტები

0
102
#post_seo_title

სტაფილოს სამარხვო კოტლეტი ნამდვილი აღმოჩენაა, მით უფრო მარხვის დროს. ის არ შეიცავს კვერცხს, რძეს და, რა თქმა უნდა, არც ხორცს შეიცავს.

სამარხვო კატლეტი მოსამზადებლადაც საკმაოდ იოლია. ასეთი კოტლეტის გამოყენება ბურგერის სახითაც შეგიძლიათ. მოკლედ, სცადეთ!

სამარხვო კატლეტები | შენი სუფრა

ინგრედიენტები

  • 300 გ სტაფილო
  • ასი გ გრძელი ბრინჯი
  • ერთი თავი ხახვი
  • 30 გ საფანელი
  • 20 გ სახამებელი
  • 3 კბილი ნიორი
  • მარილი და შავი დაფქული პილპილი გემოვნებით
  • ზეთი საჭიროების მიხედვით

მომზადება

1. პირველ რიგში მოხარშე ბრინჯი და გააციე. შემდეგ დაჭერი ხახვი წვრილად და მოშუშე ზეთში.

სამარხვო კატლეტები | შენი სუფრა

2. სტაფილო გაფცქვენი, გახეხე მსხვილ სახეხზე და მოშუშე ხახვთან ერთად.

სამარხვო კატლეტები | შენი სუფრა

3. როცა სტაფილოს მასა გაცივდება, დაამატე დაჭყლეტილი ნიორი, მარილი, პილპილი, სახამებელი და ბრინჯი. კარგად აურიე.

სამარხვო კატლეტები | შენი სუფრა

4. მასისგან მოამზადე ბურთულები, მიეცი კატლეტის ფორმა, ამოავლე საფანელში და შეწვი ზეთში ორივე მხრიდან,

სამარხვო კატლეტები | შენი სუფრა

შეგიძლია კერძს დაამატო მწვანილი ან სხვა საკმაზი. უფრო დიეტური ვარიანტის მისაღებად კი კოტლეტი მოამზადე ორთქლზე ან გამოაცხე აერღუმელში.

გემრიელად მიირთვით და გაუზიარეთ ეს რეცეპტი სხვებსაც!

#drpkhakadze #pitskhelauri

გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi

 

READ  მაკარონის უგემრიელესი რეცეპტი, რომელიც სწრაფად და გემრიელად დანაყრებაში დაგეხმარებათ