მოამზადეთ სალათი კიტრითა და კრევეტებით
სალათი კიტრითა და კრევეტებით საუკეთესო არჩევანია თუ თქვენც გაქვთ სურვილი, რაციონი გაიმრავალფეროვნოთ, მიყევით ამ რეცეპტს. მაგარი ყველი შეგიძლიათ თხელით ჩაანაცვლოთ.
ინგრედიენტები
- კრევეტები 300გ
- მაგარი ყველი 150 გ
- კიტრი 200გ
- კვერცხი 2ც
- იოგურტი 2 ს.კ.
- მარილი, პილპილი
მომზადება
- გაასუფთავეთ მოხარშული კვერცხი და დაჭერით კუბიკებად. ასევე დაჭერით მაგარი ყველი.
- გარეცხეთ და დაჭერით კიტრი კუბიკებად. ადუღებულ წყალში მოხარშეთ გაუსუფთავებელი კრევეტები (დაგჭირდებათ 2-3წთ), მოათავსეთ გამდინარე წყალში და გაასუფთავეთ.
- გამზადებული ინგრედიენტები აურიეთ, დაამატეთ მარილი, ნატურალური იოგურტი და მიიღებთ გემრიელ სალათას.
მორთეთ არომატული მწვანილით. თუ გსურთ, რომ გემო უფრო პიკანტური იყოს, ლიმნის წვენი მოასხით ან იოგურტის ნაცვლად მაიონეზი გამოიყენეთ.
გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi