როგორ მოვამზადოთ ბრაზილიური კრემი შედედებული რძითა და ლიმონის წვენით

0
19
#post_seo_title

შედედებული რძე ყველას საყვარელი პროდუქტია, თუნდაც უბრალოდ პურის ნაჭერზე გადასმული. განსაკუთრებულ გემოს კი ის ნამცხვრებს ანიჭებს. დღეს შემოგთავაზებთ საოცარი კრემის რეცეპტს, რომელიც სწორედ შედედებული რძით მზადდება და ემატება ლიმონი – ნამდვილი საზაფხულო დესერტია! ტკბილი ნაღების გემოს იდეალურად ერწყმის ციტრუსის მომჟაო არომატი. რაც მთავარია, მზადდება ძალიან სწრაფად – სულ რაღაც 15 წუთში.

ინგრედიენტები

  • ერთი ქილა შედედებული რძე
  • ერთი ცალი ლიმონი

მომზადება

  1. ერთი ცალი ლიმონი გარეცხე, შეაშრე და გამოწურე მთლიანად. წვენი გადაწურე წვრილ საწურზე და მოაგროვე საშუალო ზომის მინის ჭურჭელში. აქვე ჩაასხი ერთი ქილა შედედებული რძე.

როგორ მოვამზადოთ ბრაზილიური კრემი შედედებული რძითა და ლიმონის წვენით

2. მასა ათქვიფე მიქსერით ერთგვაროვანი კრემისებური კონსისტენციის მიღებამდე.

როგორ მოვამზადოთ ბრაზილიური კრემი შედედებული რძითა და ლიმონის წვენით

3. იმისათვის, რომ კრემი უფრო მკვრივი გახდეს, ის მოათავსე მაცივარში ნახევარი საათით.

როგორ მოვამზადოთ ბრაზილიური კრემი შედედებული რძითა და ლიმონის წვენით

სულ ეს არის! სუფრასთან მიიტანე ლამაზი სანაყინეებით. შეგიძლია დაამატო ნებისმიერი რამ: სეზამის მარცვლები, ქოქოსის ფანტელი, ქიშმიში, შოკოლადი, ჩირეული ან კენკრა, – ნებისმიერი ხილიც მოუხდება. საუკეთესოა ჩინურ ტორტში, ნამცხვრებში თუ ჩვეულებრივ ტორტებში კრემის სახით.

გემრიელად მიირთვით და ეს მარტივი და საოცარი რეცეპტი გაუზიარეთ თქვენს მეგობრებსაც!

მასალის გამოყენების პირობები