რატომ არ უნდა გაინებივროთ თავი ამ გემრიელი ანტიდეპრესანტით, მითუმეტეს თუ მისი მომზადება თავადაც შეგიძლიათ.

0
22
#post_seo_title

ზამთრის პერიოდში ნაკლებია მზის სხივები, ის ორგანიზმს სეროტონინის წარმოქმნაში ეხმარება. ამიტომ ამ პერიოდში ორგანიზმი უფრო მეტ ტკბილეულს ითხოვს,  შოკოლადი კარგ ხასიათზე იმიტომ აყენებს ადამიანს, რომ მასაც იგივე თვისება გააჩნია – ხელს უწყობს სეროტონინის წარმოქმნას.

რატომ არ უნდა გაინებივროთ თავი ამ გემრიელი ანტიდეპრესანტით, თუ მითუმეტეს მისი მომზადება თავადაც შეგიძლიათ.

შემადგენლობა:

300 გრამი რძის ფხვნილი

2 ს/კ კაკაოს ფხვნილი

1 ჭიქა შაქარი

400 გ არაქისი ან სხვა კაკალი

30 გ კარაქი

50 გრ კრემი

50 გრ შოკოლადი (სურვილისამებრ)

მოხალეთ და გაასუფთავეთ არაქისი.

აურიეთ კაკაო, შაქარი და კრემი. დადგით ცეცხლზე და მიიყვანეთ ადუღებამდე. გადმოდგით ცეცხლიდან და აურიეთ მიწის თხილი და კარაქი. თანდათან დაუმატეთ რძის ფხვნილი, ხელით მოზილეთ მკვრივი მასის მიღებამდე.домашний сникерс из сухого молока

გაამზადეთ სასურველი ზომის ბურთები, ადვილად რომ დაამრგვალოთ ხელი დაისველეთ წყლით, შედგით ორი საათით მაცივარში. შეგიძლიათ დაუმატოთ შოკოლადი იმისთვის, რომ უფრო მუქი გამოვიდეს და მეტად დაემსგავსოს მაღაზიის “სნიკერსს.”

შოკოლადის ინგრადიენტები შეგიძლიათ თავად შეცვალოთ: კაკაო ჩაანაცვლოთ მუქი შოკოლადით, მიწის თხილის ნაცვლად გამოიყენოთ ნუში, კაკალი, თხილი ან ქოქოსის ფანტელები. გამზადებული შოკოლადი შეგიძლიათ გააფორმოთ გახეხილი შოკოლადით ან ქოქოსით.

თქვენ თუ უპირატესობას ნატურალურ პროდუქტებს ანიჭებთ, ეს რეცეპტი საშუალებას მოგცემთ გააკონტროლოთ, რა შემცველობის ტკბილეულს მიირთმევს თქვენი პატარა. მოუმზადეთ ერთხელ და მაღაზიის შოკოლადისკენ არც კი გაიხედავს.

 

მასალის გამოყენების პირობები

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ