ცნობილია, რომ თეთრი ფქვილის ნაწარმი ჯანმრთელობისთვის მთლად სახარბიელო არ არის და ფიგურასაც ვნებს. თუმცა ბევრს უყვარს ორცხობილების ცმაცუნი.
ორცხობილები შენი რეცეპტით დამზადებული გემრიელთან ერთად სასარგებლოცაა. მხსნელად მოგევლინებათ მსხვილად დაღერღილი ხორბლისგან გამომცხვარი პატარა პურები, რომლებსაც შეგიძლიათ დაამატოთ სხვადასხვა თესლეული. ან მთლიანად ჩაანაცვლოთ მისით ფქვილის რაოდენობა. ეს ორცხობილები ძალიან სასარგებლოა და მაღალი კვებითი ღირებულებაც გააჩნიათ.
ინგრედიენტები
- ერთი ჭიქა კეფირი
- 100-200 გ მსხვილადდაღერღილი ხორბლის ფქვილი
- ორი ს. კ. სელის თესლი
- 70 გ მზესუმზირას თესლი
- 50 გ შვრიის ფანტელი
- ორი ს. კ. ზეითუნის ზეთი
- ერთი კონა კამა
- ერთი ცალი კვერცხი
- ერთი ჩ. კ. გამაფხვიერებელი
- ორი ს. კ. სეზამი
- 70 გ გოგრის თესლი
- 50 გ მაგარი ყველი
- ერთი კბილი ნიორი
- მარილი გემოვნებით
მომზადება
1. შეურიე ერთმანეთს ოთახის ტემპერატურის კვერცხი და კეფირი. დაამატე თესლეული და ფანტელები.
2. შემდეგ თანდათანობით ჩააყარე ფქვილი და გამაფხვიერებელი. თან სულ ურიე. ცომი ცოტათი უფრო სქელი უნდა იყოს, ვიდრე ოლადებისაა.
3. საცხობ ფორმას წაუსვი ზეთი და დაალაგე მასზე პატარა ცომები კოვზით. გამოაცხე 180 გრადუსზე 30-40 წუთის განმავლობაში.
4. გარეცხილი კამა წვრილად დაჭერი, ნიორი ჩაჭყლიტე. შეურიე ზეითუნის ზეთი. ყველი გახეხე წვრილ სახეხზე.
5. გამოცხობამდე ხუთი წუთით ადრე ორცხობილას ნაწილს მოაყარე გახეხილი ყველი, მეორე ნაწილს კი მწვანილის სოუსი წაუსვი. შემდეგ დააბრუნე ისევ ღუმელში.
მზადაა! ეცადე არ გამოშრეს, თორემ შემდეგ ხმება. ეს პატარა პურუკები ძალიან უხდება როგორც ჩაის, ასევე სუფებს მისაყოლებლად. საუკეთესოა ასევე სამსახურში წასაღებად.
გემრიელად მიირთვით და რეცეპტი გააზიარეთ თქვენი მეგობრებისთვის!
გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi