ნატურალური პროდუქტი სულ უფრო და უფრო ხელმიუწვდომელი ხდება, მითუმეტეს ზამთარში. როგორ მოვიქცეთ?

0
172
{"remix_data":[],"remix_entry_point":"challenges","source_tags":["local"],"origin":"unknown","total_draw_time":0,"total_draw_actions":0,"layers_used":0,"brushes_used":0,"photos_added":0,"total_editor_actions":{},"tools_used":{"transform":1},"is_sticker":false,"edited_since_last_sticker_save":true,"containsFTESticker":false}

ალუბლისგან სხვადასხვა კარგი დესერტი მზადდება. ზამთრისთვის კი ჩვეულებრივი კომპოტის, ჯემის და მურაბის გარდა შეგიძლიათ ალუბლის გაყინვა ან მისგან ნატურალური ჟელეს მომზადება. 

ნატურალური საკუთარ წვენში დაჟელებული ხილი. გამასქელებლად გამოიყენება სრაფად ხსნადი ჟელატინი. აუცილებლად უნდა სცადოთ ამ დესერტის მომზადება. მოღებული შედეგი დაგარწმუნებთ ამაში.

ინგრედიენტები

  • ერთი კგ ალუბალი
  • 40 გ ჟელატინი
  • 800 გ შაქარი

მომზადება

  1. ალუბალს დაასხი ბევრი ცივი წყალი და დატოვე ასე 3-4 საათით იმისთვის, რომ მატლი ზედაპირზე ამოვიდეს. შემდეგ მას გამოაცალე კურკები.

ნატურალური პროდუქტი სულ უფრო და უფრო ხელმიუწვდომელი ხდება, მითუმეტეს ზამთარში. როგორ მოვიქცეთ? | შენი სუფრა

  1. შაქარი და ჟელატინი აურიე ერთმანეთში და დააყარე ალუბალს. თანაბრად ამოურიე და დატოვე ასე მთელი ღამე. ნაყოფი წვენს გამოუშვებს.

ნატურალური პროდუქტი სულ უფრო და უფრო ხელმიუწვდომელი ხდება, მითუმეტეს ზამთარში. როგორ მოვიქცეთ? | შენი სუფრა

  1. დადგი ალუბალი დაბალ ცეცხლზე. წამოადუღე და ხარშე 3 წუთი, პერიოდულად ქაფი მოხადე.

ნატურალური პროდუქტი სულ უფრო და უფრო ხელმიუწვდომელი ხდება, მითუმეტეს ზამთარში. როგორ მოვიქცეთ? | შენი სუფრა

  1. ცხელი მურაბა ჩაასხი გასტერილებულ ქილებში და მოხუფე ასევე გასტერილებული ხუფებით. ქილები გადააბრუნე და შეფუთე თბილი პლედით სრულ გაციებამდე.

ნატურალური პროდუქტი სულ უფრო და უფრო ხელმიუწვდომელი ხდება, მითუმეტეს ზამთარში. როგორ მოვიქცეთ? | შენი სუფრა

ასეთი სახით მომზადებული ალუბალი ჩვეულებრივ მურაბაზე უფრო საინტერესო გამოდის, ნაყოფი კი ახალივით რჩება. ის ძალიან უხდება ბლინებს და ასევე სხვადასხვა ნამცხვარს. ასე რომ, მოამზადეთ და გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში.

ეს საინტერესო რეცეპტი კი გაუზიარეთ თქვენს მეგობრებს!

READ  ისინი სუფრიდან სინათლის სიჩქარით გაქრება. კლასიკური ბლინები ნამდვილად წააგავს ამ ლამაზ და სურნელოვან გემრიელობას.