კვირა, მარტი 23, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიბლოგირა უნდა ვიცოდეთ მწვანილის სასარგებლო თვისებების შესახებ

რა უნდა ვიცოდეთ მწვანილის სასარგებლო თვისებების შესახებ

მწვანილს განსაკუთრებული ადგილი უკავია ჩვენს რაციონში.

ოხრახუში შეიცავს ბევრ კალიუმს, კალციუმს, რკინას, მაგნიუმსა და ფოსფორს. კალიუმი განსაკუთრებით ბევრია ოხრახუშის ფესვებში, ფოთლები კი უფრო ვიტამინებითაა მდიდარი. 100 გ. ოხრახუში ორგანიზმს 15 მგ ასკორბინის მჟავათი – C ვიტამინით ამარაგებს. ოხრახუში მდიდარია აგრეთვე B1. B2, PP ვიტამინებით და კაროტინით, რის წყალობითაც ის არაჩვეულებრივი საშუალებაა სასუნთქი სისტემის სეზონური ვირუსული დაავადებების საპროფილაქტიკოდ.

მადის აღმძვრელი თვისება აქვს ქინძსაც. ის ამდიდრებს კერძს C ვიტამინითა და კაროტინით. მის შემადგენლობაში შემავალი ეთერზეთები ამცირებს ნაწლავთა შებერილობას (მეტეორიზმს), რომელიც ჩვილი ბავშვების ერთ–ერთი გავრცელებული პრობლემაა.

კამა განთქმულია არა მხოლოდ განუმეორებელი არომატით, არამედ C ვიტამინის შემცველობითაც. 100 გ კამა 100 მგ C ვიტამინს შეიცავს. ზოგადად, ეს მცენარე, მინერალებისა და ვიტამინების მრავალფეროვნებით გამოირჩევა.

ნიახური მდიდარია PP, K, C, E და B ჯგუფის ვიტამინებით. ასევე კალიუმის, ნატრიუმის, რკინის, თუთიის, მანგანუმის მარილებით. გარდა ამისა, შეიცავს სელენს, რომელიც აუცილებელია ფარისებრი ჯირკვლის მიერ იოდშემცველი ჰორმონების წარმოქმნისთვის.

ზოგადად მწვანილი დაბალკალორიულია და ამიტომ არაჩვეულებრივი დიეტური პროდუქტია მათთვის, ვისაც წონის დაკლება სურს. კვებისას მწვანილის შეზღუდვა საჭირო არ არის – ის ჰგვრის დანაყრების შეგრძნებას, ააქტიურებს ნივთიერებათა ცვლას. ხორციანი კერძებისთვის აუცილებელია. იგი შეიცავს სასარგებლო საკვებ ბოჭკოს, რომელიც ხელს უწყობს საჭმლის მონელებას.

წყარო 

 

 

 

 

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniSupra.ge
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები
საუკეთესო აქტივობები საუდის არაბეთის ქალაქ ჯიდაში

საუკეთესო აქტივობები საუდის არაბეთის ქალაქ ჯიდაში

22 March, 2025
მხარეებმა, ჯანდაცვის სფეროში მრავალწლიანი თანამშრომლობა და ორ ქვეყანას შორის, სამედიცინო ტურიზმის განვითარების საკითხები განიხილეს.

მხარეებმა, ჯანდაცვის სფეროში მრავალწლიანი თანამშრომლობა და ორ ქვეყანას შორის, სამედიცინო ტურიზმის განვითარების საკითხები განიხილეს.

მარტი 21, 2025
„რა ცუდ რამეებს გვეუბნებიო არ მითხრათ, გაფრთხილებთ…“ – რას წერს ასტროლოგი ხათუნა ნოელი

„რა ცუდ რამეებს გვეუბნებიო არ მითხრათ, გაფრთხილებთ…“ – რას წერს ასტროლოგი ხათუნა ნოელი

21 მარტი 2025
შეამოწმე, შენი სახლის ინტერიერის ფერები ემთხვევა თუ არა პროფესიონალების რჩევებს? ✅️

შეამოწმე, შენი სახლის ინტერიერის ფერები ემთხვევა თუ არა პროფესიონალების რჩევებს? ✅️

მარტი 22, 2025
საქართველო-სომხეთის მატჩის გამო “დინამო არენას” მიმდებარე ქუჩებზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება

საქართველო-სომხეთის მატჩის გამო “დინამო არენას” მიმდებარე ქუჩებზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება

მარტი 22, 2025
“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

21 თებერვალი 2025
საქართველო-სომხეთის მატჩის გამო “დინამო არენას” მიმდებარე ქუჩებზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება

საქართველო-სომხეთის მატჩის გამო “დინამო არენას” მიმდებარე ქუჩებზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება

მარტი 22, 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ორნელა ვანონი -იტალიელების კერპად ქცეული მსახიობი და მომღერალი

ორნელა ვანონი -იტალიელების კერპად ქცეული მსახიობი და მომღერალი

მარტი 22, 2025
ჯანდაცვის სისტემა ჩრდილოეთ ამერიკაში

ჯანდაცვის სისტემა ჩრდილოეთ ამერიკაში

22 მარტი 2025
საქართველო-სომხეთის მატჩის გამო “დინამო არენას” მიმდებარე ქუჩებზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება

საქართველო-სომხეთის მატჩის გამო “დინამო არენას” მიმდებარე ქუჩებზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება

მარტი 22, 2025
რესტორნებში რეზიდენტების და არარეზიდენტების საშუალო დანახარჯები მნიშვნელოვნად განსხვავდება — თიბისი კაპიტალი

რესტორნებში რეზიდენტების და არარეზიდენტების საშუალო დანახარჯები მნიშვნელოვნად განსხვავდება — თიბისი კაპიტალი

მარტი 22, 2025
მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

თებერვალი 4, 2025
- Advertisment -spot_img

ბოლო სიახლეები