მოამზადეთ გემრიელი რაჰათ-ლუხუმი სხვადასხვა თხილეულით

0
15
#post_seo_title

რაჰათ-ლუხუმი ბევრისთვის საყვარელი დესერტია. სხვა აღმოსავლური ტკბილეულის მსგავსად, ის სახლის პირობებში მარტივად მზადდება და ინგრედიენტებიც საკმაოდ ხელმისაწვდომია.

სხვადასხვა თხილეულით დაზადებული ლუხუმი გამოდის ჰაეროვანი. მსუბუქი და არომატული.

მოამზადეთ გემრიელი რაჰათ-ლუხუმი სხვადასხვა თხილეულით

ინგრედიენტები

  • 130 გ სიმინდის სახამებელი
  • 400 მლ ბროწეულის ან სხვა ხილის წვენი
  • 100 გ ფისტა ან სხვა თხილეული
  • 50 გ ქოქოსის ფანტელი
  • 800 გ შაქარი
  • ორი ჩ. კ. ლიმონის წვენი
  • 300 მლ წყალი

მომზადება

1. შაქარი ჩაყარეთ პატარა ქვაბში და დაამატეთ წყალი ლიმონის წვენთან ერთად. დაბალ ცეცხლზე გააჩერეთ 15 წუთი და თან ურიეთ.

მოამზადეთ გემრიელი რაჰათ-ლუხუმი სხვადასხვა თხილეულით

2. ბროწეულის წვენი ჩაასხით ცალკე ქვაბში. დაამატეთ სახამებელი და კარგად მოხარშეთ, თან ურიეთ.

მოამზადეთ გემრიელი რაჰათ-ლუხუმი სხვადასხვა თხილეულით

3. შემდეგ ნაწილ-ნაწილ დაამატეთ შაქრის სეროფი და თან განუწყვეტლივ ურიეთ. ძალიან დაბალ ცეცხლზე მოხარშეთ გასქელებამდე და ლამაზი წითელი ფერის მიღებამდე.

მოამზადეთ გემრიელი რაჰათ-ლუხუმი სხვადასხვა თხილეულით

4. როცა მასა გახდება გამჭვირვალე და სქელი, ჩაამატეთ თქვენთვის სასურველი თხილეული: ფისტა, ნიგოზი, ქეშიუ ან მიწისთხილი.

მოამზადეთ გემრიელი რაჰათ-ლუხუმი სხვადასხვა თხილეულით

5. სილიკონის ფორმას მოაყარეთ ქოქოსის ფანტელი და ჩაასხით მასში რახათ-ლუხუმი. ფანტელები მოაყარეთ ზემოდანაც. დესერტი შედგით მაცივარში მთელი ღამით. მზად არის! ფანტელის ნაცვლად შეგიძლიათ სახამებლის მოფრქვევაც.

მოამზადეთ გემრიელი რაჰათ-ლუხუმი სხვადასხვა თხილეულით

რახათ-ლუხუმის მოსამზადებლად სხვადასხვა წვენს იყენებენ, მათ შორის, ყურძნისას. ეს აღმოსავლური დესერტი ვიზუალურადაც ძალიან ლამაზია და განაკვეთზე ძვირფას ქვას ჰგავს. შეგიძლიათ გამოიყენოთ ასევე ვაშლისა და სტაფილოს წვენებიც.

თუ მოგეწონათ ჩვენი რეცეპტი, გაუზიარეთ ის თქვენს მეგობრებსაც!

მასალის გამოყენების პირობები