მოამზადეთ ამ მარტივი რეცეპტის დახმარებით ეს არაჩვეულებრივი კერძი და გაალამაზეთ თქვენი საზეიმო სუფრა. აი რეცეპტი

0
15
#post_seo_title

საზეიმო სუფრას განსხვავებულად ლამაზი კერძები უხდება. აქ ძვირფასი პროდუქტები სულ არ არის საჭირო. უბრალო კვერცხითა და ყველითაც კი ორიგინალური კერძის მომზადებაა შესაძლებელი. ‘’სოკოები’’ ყველას თვალს გაახარებს. მისი შექმნის სხვადასხვა რეცეპტი არსებობს. თუმცა სოკოს ქუდისთვის საუკეთესო ვარიანტი თავად სოკოა. ამ შემთხვევაში ვიყენებთ სოკოს მარინადს.

ინგრედიენტები

  • 125 გ მაგარი ყველი
  • 250 გ სოკოს მარინადი
  • ორი კბილი ნიორი
  • 3 ცალი კვერცხი
  • ერთი ცალი კიტრი
  • ორი ს. კ. მაიონეზი
  • მარილი და შავი დაფქული პილპილი გემოვნებით

მომზადება

  1. კვერცხი მოხარშე, გააციე და ყველთან ერთად გახეხე წვრილ სახეხზე. მოაყარე მარილი, პილპილი, დაამატე დაჭყლეტილი ნიორი და მაიონეზი, კარგად აურიე.

მოამზადეთ ამ მარტივი რეცეპტის დახმარებით ეს არაჩვეულებრივი კერძი და გაალამაზეთ თქვენი საზეიმო სუფრა. აი რეცეპტი

  1. დაჭერი კიტრი 5 მმ სისქის რგოლებად. სოკოს ფრთხილად მოაცალე ფეხები ისე, რომ ქუდში ჩაღრმავება დარჩეს.

მოამზადეთ ამ მარტივი რეცეპტის დახმარებით ეს არაჩვეულებრივი კერძი და გაალამაზეთ თქვენი საზეიმო სუფრა. აი რეცეპტი

  1. კოვზით აიღე კვერცხისა და ყველის მასა და გააკეთე პატარა ბურთულები. შემდეგ მიეცი მოგრძო ფორმა – სოკოს ფეხის ზომის და მოათავსე კიტრის რგოლებზე.

მოამზადეთ ამ მარტივი რეცეპტის დახმარებით ეს არაჩვეულებრივი კერძი და გაალამაზეთ თქვენი საზეიმო სუფრა. აი რეცეპტი

  1. დაადე თითოეულ ფეხს ქამა სოკოს ქუდი. დიდ თეფშზე დაალაგე მწვანილი ან სალათის ფურცლები და მასზე მოათავსე სოკოები.

მოამზადეთ ამ მარტივი რეცეპტის დახმარებით ეს არაჩვეულებრივი კერძი და გაალამაზეთ თქვენი საზეიმო სუფრა. აი რეცეპტი

გარდა იმისა, რომ კერძი თვალს ახარებს, ის ძალიან გემრიელიცაა და ამავე დროს, სასარგებლოც. მოუხდება როგორც ხორცის კერძებს, ასევე ბოსტნეულს.

გემრიელად მიირთვით და გაუზიარეთ რეცეპტი მეგობრებსაც!

მასალის გამოყენების პირობები