მის მომზადებას აუცილებლად ცდის ის, ვისაც უყვარს მარილიანი და გემრიელი საუზმე.

0
30
#post_seo_title

ლავაშის ყველიანი ჩხირები

ხრაშუნა, დაბრაწული, არომატული ჩხირები ლავაშით და ყველით, რომელიც ყველანაირ ჩიფსზე გემრიელია. რეცეპტი იმდენად მარტივია,რომ შეიძლება არც კი ჩაიწეროთ. ყველიანი ჩხირების მომზადებას აუცილებლად ცდის ის, ვისაც უყვარს მარილიანი და გემრიელი საუზმე. ლავაშის ყველიანი ჩხირები შეგიძლიათ მიირთვათ შესვენების დროს, გაიყოლოთ პიკნიკზე, მიირთვათ დღის ნებისმიერ დროს, როცა ცოტა დრო გაქვთ საჭმლის მოსამზადებლად. ამისათვის საჭიროა: დიდი და თხელი ლავაში, 2 კვერცხი, 150 გრ. ყველი, 2 კბილი ნიორი,    მწვანილი, მარილი, წიწაკა გემოვნებით, ზეთი.

ყველი გახეხეთ ან დაჭერით მოგრძო ნაჭრებად. ნიორი და მწვანილი წვრილად დაჭერით და აურიეთ. კვერცხი გათქვიფეთ ცალკე ჭურჭელში. ლავაში დაჭერით ოთხკუთხედ ნაჭრებად.

ლავაშზე მოათავსეთ ყველი, მწვანილი ნივრით( შიძლება ნივრის გარეშეც ) და დაახვიეთ რულეტივით, შემდეგ ამოავლეთ კვერცხში და შეწვით ზეთში ყველა მხარეს. შგიძლიათ მიირთვათ როგორც ცივი, ისე ცხელი არაჟანთან ან იოგურტთან ერთად.

თუ ყველი არ გიყვართ, ლავაშის ჩხირებისთვის გამოიყენეთ ხორცის ფარში ან ლორი, სოკო ხახვით და მოხარშული კვერცხით ან თევზი.

მასალის გამოყენების პირობები

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ