მიკროტალღურ ღუმელში მომზადებული ხაჭოს ნამცხვარი

0
15
#post_seo_title

დილის საუზმის მომზადება, განსაკუთრებით კი სამუშაო დღეებში, მუდმივ სისწრაფესთან ასოცირდება. ამიტომ ვცდილობთ მოვიძიოთ იოლი და სწრაფი რეცეპტები. ერთ-ერთი ასეთია ხაჭოს ნამცხვრის, ე. წ. ‘’ყველეულის’’ ვარიანტი მიკროტალღურ ღუმელში. ის ფაქტიურად ათ წუთში მზადდება.

ინგრედიენტები

  • 180 გ ხაჭო
  • ერთი ს. კ. შაქარი
  • ერთი ცალი კვერცხი
  • ერთი ს. კ. ფქვილი
  • ერთი მწიკვი მარილი
  • ერთი მწიკვი სოდა
  • ლიმონის ცედრა გემოვნებით

მომზადება

  1. ხაჭო მოათავსე ბლენდერის ჭურჭელში, მანდვე ჩაამატე კვერცხი, შაქარი, სოდა, მარილი და ლიმონის ცედრა. ყველაფერი ათქვიფე ბლენდერით ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.
  2. მზა ხაჭოს მასა მოათავსე სილიკონის პატარა ფორმებში, შედგი მიკროტალღურ ღუმელში –  800 ვტ ზე 3 წუთით, ან 700 ვტ ზე 5 წუთით.

მიკროტალღურ ღუმელში მომზადებული ხაჭოს ნამცხვარი

  1. მითითებული დროის გასვლის შემდეგ ხაჭოს ნამცხვარი დატოვე ღუმელში კიდევ 5-6 წუთით, ისინი ბოლომდე გამოცხვება. შემდეგ გამოიღე და გადააბრუნე თეფშზე.

მიკროტალღურ ღუმელში მომზადებული ხაჭოს ნამცხვარი

ნამცხვარი სწრაფად ცივდება ფორმებში და საკმაოდ ადვილად ამოდის იქიდან. მზა ყველეულს შეგიძლია წაუსვა ჯემი ან შედედებული რძე. დესერტს ტექსტურაც და გემოც უნაზესი აქვს. მოამზადეთ და გაგვიზიარეთ თქვენი შედეგები კომენტარებში.

ეს რეცეპტი კი გაუზიარეთ თქვენს მეგობრებს!

მასალის გამოყენების პირობები