მთელი დღესასწაული გეყოფათ: აიღეთ ქათმის ფილე და მოამზადეთ ეს უგემრიელესი სალათი

0
15
#post_seo_title

ახალი წელი სალათის გარეშე – ეს დღესასწაული არაა. სუფრაზე აუცილებლად უნდა იყოს ხორცი, კარტოფილი ორიგინალური სოუსით, დესერტი და აშ. მაგრამ, სალათის მომზადებაზე ყველაზე დიდხანს ფიქრობენ. საახალწლო სალათი ქათმით დიდიხანია ჩაუნაცვლებელი რამაა, მაგრამ რა შეიძლება დავუმატოთ მათ ხორცის გარდა?

მთელი დღესასწაული გეყოფათ: აიღეთ ქათმის ფილე და მოამზადეთ ეს უგემრიელესი სალათი

წარმოგიდგენთ 6 საოცარ იდეას მათთვის, ვისაც ქათმის ფილე სხვადასხვა პროდუქტებთან ერთად უყვარს, მაგალითად, ხილთან, ბოსტნეულთან, მწვანილთან, მაიონეზთან. მიყევით რეცეპტებს და გაიხალისეთ მომავალი დღესასწაული გემრიელი კერძებით.

ქათმით და ანანასით

მთელი დღესასწაული გეყოფათ: აიღეთ ქათმის ფილე და მოამზადეთ ეს უგემრიელესი სალათი

ინგრედიენტები:

  • 1 ქათმის მკერდი
  • 4 კვერცხი
  • 400 გ დაკონსერვებული ანანასი
  • 350 გ დაკონსერვებული სიმინდი
  • 1/2 ხახვი
  • მაიონეზი გემოვნებით
  • მარილი გემოვნებით

მომზადება:

  1. მოხარშეთ კვერცხი. ცალკე შეწვით მკერდი.
  2. დაჭეით კვერცხი, ასევე ხორცი და ანანასი მცირე ნაჭრებად. დააქუცმაცეთ ხახვი.
  3. აურიეთ პროდუქტები ერთმანეთში, მოაყარეთ მარილი და მაიონეზი გემოვნებით.

ქათმით და დაკონსერვებული ლობიოთი

მთელი დღესასწაული გეყოფათ: აიღეთ ქათმის ფილე და მოამზადეთ ეს უგემრიელესი სალათი

ინგრედიენტები

  • 0,5 კგ ქათმის ფილე
  • 450 გ დაკონსერვებული ლობიო
  • 120 გ ბერძნული თხილი
  • 2 კბილი ნიორი
  • 100 გ არაჟანი
  • მარილი და შავი პილპილი გემოვნებით

მომზადება:

  1. მოხარშეთ ფილე. დაჭერით.
  2. დააქუცმაცეთ ბერძნული თხილი. დაჭყლიტეთ ნიორი.
  3. შეურიეთ ყველა ეს პროდუქტი, ამოავსეთ არაჟნით, ასევე მარილითა და პილპილით.

 

შებოლილი ქათმითა და ტომატით

მთელი დღესასწაული გეყოფათ: აიღეთ ქათმის ფილე და მოამზადეთ ეს უგემრიელესი სალათი

ონგრედიენტები:

  • 200 გ. შებოლილი ქათამი
  • 200 გ პომიდორი
  • 200 გ კიტრი
  • 50 გ გახუხული პური
  • 150 გ მაგარი ყველი
  • 1/2 ღერი ოხრახუში
  • მაიონეზი და მარილი გემოვნებით

მომზადება:

  1. დაჭერით პომიდორი, კიტრი, ხორცი და ყველი მცირე ნაჭრებად.
  2. შეურიეთ ამ პროდუქტებს გახუხული პური. დაამატეთ მაიონეზი და მარილი. მორთეთ ოხრახუშით.

 

ქათმით და სოკოთი

მთელი დღესასწაული გეყოფათ: აიღეთ ქათმის ფილე და მოამზადეთ ეს უგემრიელესი სალათი

ინგრედიენტები:

  • 300 გ ქათმის მკერდი
  • 200 გ მაგარი ყველი
  • 200 გ ქამა სოკო
  • 1 ვაშლი
  • 3 კიტრი
  • 4 კვერცხი
  • 50 გ გახუხული პური
  • 2 ს.კ. ნაღების კარაქი
  • 200 გ არაჟანი

მომზადება:

  1. მოხარშეთ კვერცხი. ცალკე მოხარშეთ ხორცი.
  2. დაჭერით შამპინიონები/ქამა სოკო ნაჭრებად. შეწვით კარაქში.
  3. დაჭერით ხორცი, ყველი და 2 კიტრი კუბიკებად. 1 კიტრი დაიტოვეთ მოსართავად.
  4. გაასუფთავეთ ვაშლი კანისგან და კურკებისგან. დაჭერით ნაჭრებად.
  5. დააქუცმაცეთ კვერცხი. 1 ცილა დაიტოვეთ მოსართავად.
  6. შეაერთეთ დაჭრილი პროდუქტები სოკოსთან და გახუხულ პურთან. გააფორმეთ მარილით და არაჟნით.
  7. მორთეთ გახეხილი კვერცხით და წვრილად დაჭრილი კიტრით.

 

ქათმით და შავი ქლიავით

მთელი დღესასწაული გეყოფათ: აიღეთ ქათმის ფილე და მოამზადეთ ეს უგემრიელესი სალათი

ინგრედიენტები:

  • 200 გ ქათმის მკერდი
  • 70 გ შავი ქლიავი
  • 1/2 კიტრი
  • 2 კვერცხი
  • 50 გ ბერძნული თხილი
  • 4 ს.კ მაიონეზი
  • შავი პილპილი გემოვნებით

მომზადება:

  1. მოხარშეთ ხორცი და კვერცხი. შავი ქლიავი წყალში ჩადგით.
  2. ხორცი, კიტრი და ქლიავი წვრილად დაჭერით.
  3. დააქუცმაცეთ ბერძნული თხილი. გააცალკევეთ კვერცხის გული და ცილა.
  4. პროდუქტები ფენებად დააწყვეთ: ხორცი, მაიონეზი, შავი ქლიავი, კვლავ მაიონეზი, თხილი, კვერცხის ცილა, მაიონეზი და კვერცხის გული.

 

ქათმით და კივით

მთელი დღესასწაული გეყოფათ: აიღეთ ქათმის ფილე და მოამზადეთ ეს უგემრიელესი სალათი

ინგრედიენტები:

  • 300 გ ქათმის მკერდი
  • 150 გ ყველი
  • 4 კვერცხი
  • 1 სტაფილო
  • 1 კივი
  • 100 გ დაკონსერვებული სიმინდი
  • მაიონეზი და მარილი გემოვნებით

მომზადება:

  1. მოხარშეთ მკერდი, სტაფილო და კვერცხი.
  2. მოხარშული ბოსტნეული, კვერცხი და ყველი დაჭერით.
  3. ხორცი პატარა ნაჭრებად დაჭერით.
  4. შემდეგ პროდუქტები ფენებად გაანაწილეთ: კვერცხი, მაიონეზი, ხორცი, მაიონეზი, სტაფილო, ყველი და კვლავ მაიონეზი. სიმინდი და კივი მოსართავად გამოიყენეთ.
მასალის გამოყენების პირობები