როგორ შევადედოთ მაწონი არაჟნის საშუალებით

0
148
#post_seo_title

მაწონი ქართული წარმოშობისაა და ყველა მსგავსი რძემჟავა პროდუქტისგან განსხვავებულია.

მაწონი და მისი მონათესავეებია, მაგალითად, კეფირი და იოგურტი. მაწვნის სარგებლობაზე რომ აღარაფერი ვთქვათ, რაც ისედაც ცნობილია ყველასთვის, – ის ზაფხულის პერიოდში საუკეთესო გამაგრილებელი საშუალებაა, ვინაიდან აქრობს წყურვილის შეგრძნებას. გარდა ამისა, დიეტის მსურველთათვის მაწონი პირდაპირ მისწრებაა: დაბალკალორიულობის მიუხედავად, ის შესანიშნავად ახშობს შიმშილის გრძნობას. დღეს გავიხსენოთ მაწვნის სახლში მომზადების ორიგინალური მეთოდი – როგორ შევადედოთ იგი არაჟნით.

ინგრედიენტები

  • ერთი ლ რძე
  • 4 ს. კ. არაჟანი

მომზადება

  1. რძე ჩაასხი ქვაბში და დადგი საშუალო ცეცხლზე. მიიყვანე ადუღებამდე. თუ გსურს მაწონი სქელი გამოვიდეს, რძე ადუღე დაბალ ცეცხლზე ათი წუთი.

როგორ შევადედოთ მაწონი არაჟნის საშუალებით | შენი სუფრა

2. შემდეგ რძე გააციე 37 გრადუსამდე. მაღალ ტემპერატურაზე შედედების შემთხვევაში მაწონს ბევრი შრატი ექნება. გაციებული რძე გადაასხი ქილაში.

როგორ შევადედოთ მაწონი არაჟნის საშუალებით | შენი სუფრა

3.  დაამატე ქილაში არაჟანი და კარგად აურიე. ზემოდან დააფარე ქაღალდის ხელსახოცი და შემოახვიე ზონარი.

როგორ შევადედოთ მაწონი არაჟნის საშუალებით | შენი სუფრა

4. ქილას დააფარე თბილი პლედი და დატოვე ასე 6 საათით. ის უნდა იყოს უძრავად.

როგორ შევადედოთ მაწონი არაჟნის საშუალებით | შენი სუფრა

ასეთი მაწვნის ორი სუფრის კოვზი გადადე ,,მაწვნის დედისთვის” – შემდეგი პარტიის შესადედებლად. მაწონი საუკეთესოა აკროშკის მოსამზადებლად, ასევე ნამცხვრების, ოლადების და სხვადასხვა სალათისთვის.

გემრიელად მიირთვი და სხვებსაც გაუზიარე მაწვნის შედედების ეს მეთოდი.

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #pitskhelauri #აქხარისხია

გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi

READ  ნამდვილი ხილის შედევრი!