გთავაზობთ 6 კლასიკურ კრემის რეცეპტს მარტივი ინგრედიენტებისგან

0
48
#post_seo_title

მოამზადეთ მარტივი და გემრიელეი კრემი ტკბილეულისთვის

მარტივი და კლასიკური  მოხარშული კრემი

გთავაზობთ 6 კლასიკურ კრემის რეცეპტს მარტივი ინგრედიენტებისგან

ინგრედიენტები: 500 მლ რძე, 200 გ შაქარი, 1 ჩ.კ. ვანილი, 50 გ ფქვილი, 4 კვერცხის გული

კვერცხი, შაქარი და ფქვილი გახსენით ერთგვაროვან მასამდე და დაასხით ცხელი რძე. შემდეგ ყველაფერი შემოდგით ნელთბილ ცეცხლზე და მოხარშეთ. ასეთი კრემი კარგად მოერგება მრავალშრიან დესერტებს. შეგიძლიათ დაამაოთ სახამებელი.

განაში

გთავაზობთ 6 კლასიკურ კრემის რეცეპტს მარტივი ინგრედიენტებისგან

ინგრედიენტები: 200 გ შოკოლადი, 125 გ ნაღები, 50 გ ნაღების კარაქი

ეს კრემი საფრანგეთიდანაა. ლეგენდის მიხედვით, ერთ-ერთი საკონდიტროს მოსწავლემ შემთხვევით გააკეთა, მას ნაღები დამდნარ შოკოლადში ჩაუვარდა. ვერავის რომ ვერაფერი შეემჩნია, კარგად აურია, სანამ თავზე შეფ-მზარეული დაადგებოდა. მას გემო მოეწონა, მაგრამ რამდენიმე კულინარიული წესის დარღვევის გამო, კრემს განაში – სულელი უწოდა. დღეს მას ხშირად შეხვდებით ტორტებში. ნაღები უნდა გაათბოთ, მასში შოკოლადი მოათავსოთ და ბოლოს დამდნარი ნაღების კარაქი დაუმატოთ. გააცივეთ მიღებული მასა.

მერენგა

გთავაზობთ 6 კლასიკურ კრემის რეცეპტს მარტივი ინგრედიენტებისგან

ინგრედიენტები: ცილა 2 კვერცხი, 170 გ შაქარი, 2 ს.კ. წყალი, 1/2 ჩ.კ. ლიმნის წვენი, 3 ს.კ. გლუკოზის სიროფი

ასხვავებენ ფრანგულ, იტალიურ და შვეიცარიულ მერენგას. განსხვავება მომზადების წესებშია, ერთი ხერხი არ იცვლება: არცერთი წვეთი ცხიმი ან წყალი არ უნდა ჰქონდეს ჭურჭელს. კვერცხის გულიც და ცილაც საგულდაგულოდ უნდა განაცალკევოთ. მოამზადეთ წყლის აბაზანა: დადგით წყალი ცეცხლზე და მასში მოათავსეთ ჯამი, სადაც საჭირო კომპონენტებს ჩაყრით. კრემი რამდენიმე დღით მაცივარში მოათავსე. დახურულ კონტეინერშიკარგად შეინახება.

ხაჭოს კრემი

გთავაზობთ 6 კლასიკურ კრემის რეცეპტს მარტივი ინგრედიენტებისგან

ინგრედიენტები: 200 გ ხაჭო, 50 მლ ნაღები, 100 გ ნაღების კარაქი,50–70 გ შაქარი,1 ჩ.კ. ვანილის შაქარი

ეს კრემი ლამაზი ისტორიით ვერ დაიკვეხნის, უბრალოდ კარგია მისი სიმარტივით, უნივერსალურობით და შესაძლებლობით, მისცეთ გემო ნებისმიერი რამით: ვანილით, შოკოლადით, კარამელით, ხილით და კენკრით. თავიდან ბლენდერით ხაჭო ნაღებით ერთგვაროვან მასამდე მიჰყავთ. შემდეგ იგივეს აკეთებენ შაქრით და დარბილებული ნაღების კარაქით. ბოლოს ხაჭოს მასას უმატებენ კარაქის პორციას და კიდევ ერთხელ ურევენ.

კარაქისა და რძის კრემი

გთავაზობთ 6 კლასიკურ კრემის რეცეპტს მარტივი ინგრედიენტებისგან

ინგრედიენტები: 150 გ ნაღების კარაქი, 125 გ შაქრის პუდრა, 50 მლ რძე

ეს უნივერსალური კრემი გამოგადგებათ ნამცხვრების და ტორტის შესავსებად. გემო ბავშვობას მოგაგონებთ. მის მოსამზადებლად 15 წუთის განმავლობაში სწრაფად უნდა ურიოთ დარბილებული ნაღების კარაქი და შაქრის პუდრა. მასა თეთრი უნდა იყოს. ბოლოს პატარა პორციებით დაუმატოთ რძე.

კრემი “შარლოტა”

გთავაზობთ 6 კლასიკურ კრემის რეცეპტს მარტივი ინგრედიენტებისგან

ინგრედიენტები: 200 გ ნაღების კარაქი, 2 კვერცხი, 180 გ შაქარი, 150 მლ რძე, ვანილი, რომი ან კონიაკი

ამ კრემს რომანტიკული ისტორია აქვს და ამასთან, არაერთი. ზოგი ბრიტანეთის დედოფალ შარლოტას უკავშირებს, ზოგი თვლის, რომ რეცეპტი ინგლისელმა მზარეულმა მოიფიქრა, რათა ამ სახელის მქონე გოგონას გული მოეგო და მისთვის სიყვარული აეხსნა. ეს არის მოხარშული კრემი ფქვილის გარეშე.

მის მოსამზადებლად ტეხავენ კვერცხს შაქართან და ვანილთან ერთად, უმატებენ რძეს და ურევენ. მასას ნელთბილ ცეცხლზე ათბობენ. მუდამ უნდა ურიოთ და ადუღებამდე არ მიიყვანოთ. შემდეგ გააცივოთ. ნაღების კარაქის თეთრი მსუბუქი მასა ათქვიფეთ და ნელ-ნელა დაუმატეთ რძისა და კვერცხის მასა. ბოლოს არომატს ალკოჰოლით აძლევენ: კონიაკით ან რომით. გემოსთვის შეგიძლიათ ვანილინიც დაუმატოთ.

კითხვის გაგრძელება

#drpkhakadze #pitskhelauri

https://www.bbc.co.uk/food/recipes

გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi

მასალის გამოყენების პირობები