მაიონეზი -როგორ მოვამზადოთ სახლში მზესუმზირის თესლისგან

0
34
#post_seo_title

მაიონეზი -როგორ მოვამზადოთ სახლში ჯანსაღად

მაიონეზი იცოდით რომ მესამე ადგილზე დგას სოუსებს შორის პოპულარობით? თაყვანისმცემელთა რაოდენობის მიხედვით მაიონეზი მხოლოდ ბეშამელსა და პესტოს ჩამორჩება. და ეს მაშინ, როცა ცოტამ თუ იცის, როგორია ეს სოუსი ნატურალური სახით და ის, რომ მისი კალორიულობა 680-ია.

ამ კალორიულ პროდუქტზე უარს ამბობენ წონაში მომატების თავიდან ასაცილებლად. მას არ მიირთმევენ სწორი კვების მომხრეები და მკაცრი ვეგეტარიანელები. ჩვენ გთავაზობთ, გაეცნოთ დიეტური მაიონეზის რეცეპტს, რომელიც მზადდება მზესუმზირის მარცვლებისგან. ფასი დაბალი, მომზადება – სწრაფი, სულ კი 200 კილო კალორია. ამ სახლის მაიონეზში ყველაფერი იდეალურია.

ინგრედიენტები: 100 გ მზესუმზირას მარცვლები, ნახევარი ლიმონი, ერთი ჩაის კოვზი მდოგვის ფხვნილი, ერთი კბილი ნიორი, მარილი და წყალი – გემოვნებით

მომზადება

  1. ჩაალბეთ მზესუმზირა წყალში, მთელი ღამით, რათა კარგად გაფუვდეს. დილით გადაღვარეთ წყალი. ჩაყარეთ ბლენდერში და ქაფისებურად ათქვიფეთ.
  2. მარცვლეულის პასტას დაამატეთ ნახევარი ლიმონის წვენი, გაჭყლეტილი ნიორი და მარილი. კვლავ აურიეთ.
  3. შეამოწმეთ კონსისტენცია და დაამატეთ წყალი სურვილის მიხედვით. მოათავსეთ მაიონეზი მოხერხებულ ჭურჭელში და შეინახეთ მაცივარში.

მზესუმზირას სოუსი გამოდის იაფი და ნაყიდ მაიონეზზე გაცილებით ჯანსაღი და ნატურალური. ნაყიდი მაიონეზი თვეობით ინახება მაცივარში, ჩვენი დიეტური სოუსი კი სიცივეში მხოლოდ 3 დღე ძლებს, ისევე როგორც კვერცხისგან დამზადებული ნატურალური მაიონეზი. ყველაზე მეტად ჩვენი მაიონეზი უხდება სალათებს, ხორცს და უბრალოდ ახალ ბოსტნეულს.

შეინახეთ გემრიელი მაიონეზის რეცეპტი და გაუზიარეთ მეგობრებს სოციალურ ქსელებში!

კითხვის გაგრძელება

#drpkhakadze #pitskhelauri

https://www.bbc.co.uk/food/recipes

გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi

მასალის გამოყენების პირობები