ავოკადოსგან მომზადებული მაიონეზი

0
115
#post_seo_title

მაიონეზი ერთ-ერთი გავრცელებული სოუსია. ის ბევრ კერძს უხდება. თუმცა მზა ნაწარმის სახით არსებული ეს პროდუქტი არც მთლად ჯანსაღია და გემოვნური თვისებებიც საკმაოდ დაბალი ხარისხისა აქვს.

მაიონეზი მოვამზადოთ ნატურალური ინგრედიენტებისგან მომზადებულ მაიონეზს. ამასთან ის არის სამარხვოც, ვინაიდან კვერცხის ნაცვლად ავოკადოს შეიცავს, არის ნოყიერი, ნაღების გემოთი და ნიგვზის სურნელით. მოუხდება ყველა კერძს – ბუტერბროდებით დაწყებული, ხორცისა და ბოსტნეულის სალათებით დამთავრებული.

ინგრედიენტები

  • ერთი ცალი ავოკადო
  • ერთი ს. კ. ზეითუნის ზეთი
  • 4-5 ს. კ. წყალი
  • ნახევარი ჩ. კ. მარილი
  • ნახევარი ლიმონი
  • 5 გ ქინძი
  • ორი ს. კ. ძმარი
  • ნახევარი ჩ. კ. ნიორი

მომზადება

  1. ავოკადო გაჭერი და კოვზით ამოაცალე შიგთავსი რბილობი.

ავოკადოსგან მომზადებული მაიონეზი | შენი სუფრა

2. ყველა ინგრედიენტი, გარდა ნივრისა, ჩაყარე ბლენდერის ჭურჭელში და ათქვიფე ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.

ავოკადოსგან მომზადებული მაიონეზი | შენი სუფრა

3. ნიორი დაჭერი ძალიან წვრილად.

ავოკადოსგან მომზადებული მაიონეზი | შენი სუფრა

4. დაჭრილი ნიორი შეურიე ავოკადოს მასას.

ავოკადოსგან მომზადებული მაიონეზი | შენი სუფრა

5. უგემრიელესი და უჯანსაღესი მაიონეზი მზადაა! წაისვით პურზე ან გამოიყენეთ ნებისმიერ სალათში და გემრიელად მიირთვით!

ავოკადოსგან მომზადებული მაიონეზი | შენი სუფრა

ავოკადოს ეს სოუსი მაცივარში ხუთი დღის განმავლობაში ინახება. აუცილებლად სცადეთ მისი მომზადება და გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში.

ეს შესანიშნავი რეცეპტი კი თქვენს მეგობრებს გაუზიარეთ!

#drpkhakadze #pitskhelauri

გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi

READ  როგორ უნდა იხარშებოდეს საჭმელი, ვიტამინები რომ შეინარჩუნოს