ლობიოს რეცეპტი ახლებურად

0
56
#post_seo_title

ლობიო ერთ-ერთი საბაზისო პროდუქტია, რომელიც ყველა სახლში უნდა იყოს.

ლობიო  შეიძლება წლობით იყოს თაროზე მომზადების მოლოდინში. მიზეზი მარტივია: ლობიო და პარკოსანი პროდუქტები შებერილობას და გაზების მოჭარბებას იწვევს. მაგრამ, ყველაფერი ლობიოს მომზადებაზეა დამოკიდებული.

როგორ მოვხარშოთ ლობიო ისე, რომ გვერდითი ეფექტები არ ჰქონდეს?

ლობიოს რეცეპტი ახლებურად

ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციამ დაამტკიცა, რომ ცილა ჩვენს ორგანიზმს ყოველდღე სჭირდება. ლობიოს სარგებელი იმაშია, რომ ის ერთ-ერთი ყველაზემდიდარი ცილოვანი პროდუქტია, რომელიც ანტიოქსიდანტებსა და მინერალებსაც შეიცავს. განსაკუთრებით ფოსფორს, თუთიას და კალიუმს.

ლობიო ორგანიზმის დაბერებას აფერხებს, სასარგებლოა დიაბეტით დაავადებულებისთვის და ქმედითუნარიანობას ზრდის. ასევე, მშვენიერი დამანაყრებელი კერძია: მისით ამზადებენ რაგუს, სუოს, სალათებს….

ლობიოს რეცეპტი ახლებურად

დისკომფორტის მიზეზი პარკოსნებში შემავალ ნივთიერებებშია, რომლებიც გაზების წარმოქმნას უწევენ პროვოცირებას. მაგრამ, მათგან შესაძლოა ადვილად გავთავისუფლდეთ მომზადების წესს თუ დავიცავთ:

ლობიოს რეცეპტი ახლებურად

  1. თავიდან, ლობიო ღამით დაალბეთ. ის 8 საათი მაინც უნდა იდგეს, შემდეგ წყალი გადაასხით და მარცვლები საგულდაგულოდ გარეცხეთ.
  2. დაასხით პროდუქტს ცივი წყალი და საშუალო ცეცხლზე დადგით. ადუღების ტემპერატურამდე მიიყვანეთ, შემდეგ ისევ გადმოასხით სითხე და გარეცხეთ ლობიო ცივ წყალში.
  3. მოხარშეთ ლობიო ადუღებამდე, შემდეგ კიდევ 15 წთ და წყალი ბოლოჯერ გადაასხით. გარეცხეთ, შეავსეთ ახლით და ამჯერად საბოლოო მომზადებამდე ადუღეთ.

ლობიოს რეცეპტი ახლებურად

მოხარშვის შემდეგ მოაყარეთ მარილი. დაამატეთ კარაქის ნაჭერი, რათა გემრიელ გარნირად აქციოთ.

ლობიოს რეცეპტი ახლებურად

ლობიოს რეცეპტი

ლობიოს რეცეპტი ახლებურად

დაგჭირდებათ:

  • 500 გ მშრალი წითელი ლობიო
  • 2 თავი დაჭყლეტილი ხახვი
  • 2 კბილი ნიორი
  • 0,5 კონა ქინძი
  • 2 ჩ.კ. დაფქული ქინძი
  • 2 ს.კ. ძმარი, სჯობს ღვინის
  • მარილი და მცენარეული ზეთი

ლობიოს რეცეპტი ახლებურად

სანამ ლობიო მზადდება, შეწვით ხახვი მცენარეულ ზეთში ოქროსფერ შეფერილობამდე და დაჭერით ქინძი. როგორც კი ლობიო მოიხარშება, დაამატეთ ხახვი, დაჭრილი ქინძი, დაფქული ქინძი, დაჭყლეტილი ნიორი, ძმარი და მარილი. კარგად აურიეთ და სუფრასთან ცხელი მიიტანეთ. ხშირად ლობიოს ნიგვზითაც ამზადებენ.

ლობიოს ისეთი შემადგენლობა აქვს, რომ რაც უფრო დიდიხანი გააჩერებთ წყალში მომზადებამდე, მით უფრო ჰაეროვანი და ნაზი გამოგივათ. საინტერესო ფაქტია, რომ ადამიანს შეუძლია მხოლოდ ლობიოთი ხანგრძლივი დროის მანძილზე იკვებოს და ამასთან, დისკომფორტი არ განიცადოს მასში ყველა საჭირო მკვებავი ნივთიერებაა.

გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi

მასალის გამოყენების პირობები