ლამაზი გაფორმებებით იოლად მოიხიბლებიან ბავშვები. აი, როგორ შევაჭამოთ ბოსტნეული

0
29
#post_seo_title

სეზონური ბოსტნეულის მაქსიმალური გამოყენების მიზნით ვცდილობთ შევქმნათ კერძების მრავალფეროვნება. რაც მთავარია, ლამაზი და ორიგინალური გაფორმებით იოლად მოიხიბლებიან ბავშვები, რომლებიც დიდად არ სწყალობენ ბოსტნეულს. ყაბაყის მინი კექსებს, რომელთა რეცეპტსაც ახლა შემოგთავაზებთ, ორიგინალური შესახედაობის გარდა ნაზი სტრუქტურაც აქვთ. ამასთან, ეს კერძი საკმაოდ დაბალკალორიულია.

ინგრედიენტები

  • ნახევარი კგ ყაბაყი
  • ასი გ ხახვი
  • ასი მლ წყალი
  • ზეთი საჭიროების მიხედვით
  • ასი გ სტაფილო
  • 80 გ ფქვილი
  • ერთი ცალი კვერცხი
  • მწვანილი და საკმაზი გემოვნებით
  • მარილი გემოვნებით

მომზადება

  1. ყაბაყი დაჭერი პატარა კუბებად. წვრილად დაჭერი ხახვი და სტაფილოც. შეურიე ერთმანეთს ღრმა ჯამში.

ლამაზი გაფორმებებით იოლად მოიხიბლებიან ბავშვები. აი, როგორ შევაჭამოთ ბოსტნეული

  1. ტაფაზე გააცხელე ზეთი და შეწვი მასში ბოსტნეული ათი წუთის მანძილზე. შემდეგ გადმოდგი და გააციე.

ლამაზი გაფორმებებით იოლად მოიხიბლებიან ბავშვები. აი, როგორ შევაჭამოთ ბოსტნეული

  1. ფქვილს დაამატე ცოტ-ცოტა წყალი და თან კარგად აურიე. დაამატე ერთი ს. კ. ზეთი, მარილი, კვერცხი, მწვანილი და სხვა საკმაზი. ათქვიფე კარგად ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.

ლამაზი გაფორმებებით იოლად მოიხიბლებიან ბავშვები. აი, როგორ შევაჭამოთ ბოსტნეული

  1. ეს ცომი ჩაასხი ბოსტნეულის ჯამში და კარგად აურიე. სილიკონის ფორმებს მოუსვი ზეთი და გადაიტანე მასში ბოსტნეულის მასა. გამოაცხე 180 გრადუსზე ნახევარი საათის მანძილზე.

ლამაზი გაფორმებებით იოლად მოიხიბლებიან ბავშვები. აი, როგორ შევაჭამოთ ბოსტნეული

ბოსტნეულის მინი კექსები ფორმიდან ამოიღე ცოტა რომ გაცივდება, მაშინ. ამ კერძს ძალიან უხდება არომატული სოუსი: არაჟანს შეურიე სოიოს სოუსი და ცოტა დაჭყლეტილი ნიორი.

გემრიელად მიირთვი და გაუზიარე რეცეპტი შენს მეგობრებსაც!

მასალის გამოყენების პირობები