როგორ მოვამზადოთ კომბოსტოს წვნიანი -შენი რეცეპტით
კომბოსტოს წვნიანი შეგმატენთ ენერგიას და სიჯანსაღეს. არასდროს გიფიქრიათ, რატომ იყვნენ ძველი ადამიანები ასეთი ჯანმრთელები და ამტანები? რა თქმა უნდა, აქტიური ცხოვრების ნირისა და სწორი კვების წყალობით. მაგალითად, ზაპოროჟიელი კაზაკები განთქმულნი იყვნენ თავისი ჯანმრთელობითა და უშიშრობით მთელ მსოფლიოში.
მათ კვებაზე ბევრი ლეგენდა დადის. ზოგი მათგანი სიმართლეც არის. დღეს ჩვენ გთავაზობთ იმ კერძის რეცეპტს, რომელსაც კაზაკები ამზადებდნენ, ხანგრძლივი ლაშქრობიდან დაბრუნების შემდეგ. ეს არის კომბოსტოს სუფი ღორის ხორცითა და ფეტვი.
ინგრედიენტები: 900 გ ღორის ხორცი, 100 გ სალა, 500 გ კარტოფილი, 3 ცალი ხახვი, 200 გ სტაფილო, 100 გ ოხრახუშის ძირი, 100 გ ნიახური, 500 გ მჟავე კომბოსტო, 40 გ ფეტვი, ერთი კბილი ნიორი, ერთი დაფნის ფოთოლი, ერთი ჩაის კოვზი მარილი, 20 გ ოხრახუში
მომზადება
1. ღორის ხორცი გარეცხეთ, ჩადეთ ღრმა ქვაბში, დაასხით წყალი, დადგით მაღალ ცეცხლზე და მიიყვანეთ ადუღებამდე. მოხადეთ ქაფი, ჩაუწიეთ ცეცხლს და დაამატეთ ერთი სტაფილო და ხახვი. ხარშეთ ერთი საათით თავდახურულში. მზა ხორცი ამოიღეთ ბულიონიდან.
2. დარჩენილი სტაფილო, ხახვი, ნიახური და ოხრახუშის ძირი ზოლებად დაჭერით, შემდეგ მოშუშეთ კარაქში ან სალაში.
3. მჟავე კომბოსტო გარეცხეთ, გაწურეთ და მოშუშეთ დაბალ ცეცხლზე, ცოტ-ცოტა უმატეთ ბულიონი. მოამზადეთ საიდუმლო ინგრედიენტი: ბლენდერით დააქუცმაცეთ სალა ნიორთან, ხახვთან და ოხრახუშთან ერთად.
4. კარტოფილი დაჭერით კუბებად და ჩაყარეთ ბულიონში. როცა მოიხარშება, ჩაამატეთ კომბოსტო და ფეტვი. შემდეგ მოშუშული ბოსტნეული.
5. სრულ მო,ზადებამდე რამდენიმე წუთით ადრე ჩაამატეთ დაჭრილი ღორის ხორცი, დაქუცმაცებული სალა, დაფნის ფოთოლი და მარილი. გამორთეთ ცეცხლი და დატოვეთ ქვაბი თავდახურული 20-30 წუთი.
მზა სუფი სუფრასთან ცხელი მიიტანეთ, მოუხდება არაჟანი, დაჭრილი მწვანილი და შავი პური. მოამზადეთ სიამოვნებით და გაუზიარეთ მეგობრებს ეს ახალი რეცეპტი!
გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi