ღორის სალისგან მომზადებული კატლეტები საოცრად წვნიანი და გემრიელია

0
54
#post_seo_title

ხორცის კატლეტები – ეს კლასიკაა. და იცით თუ არა, რომ მისი მომზადება ხორცის გარეშეც შესაძლებელია?! გთავაზობთ ორგინალურ რეცეპტს –

კატლეტები სალისგან მომზადებული. ის საოცრად წვნიანი და ნაზი გამოდის.

დანარჩენი ინგრედიენტები ისეთივეა, როგორც ჩვეულებრივ კატლეტში. სურვილის მიხედვით შეგიძლიათ დაამატოთ ცოტა ხორციც. სალა უნდა იყოს ახალი და ყოველგვარი მძაფრი დანამატის გარეშე.

ინგრედიენტები

  • 600 გ სალა
  • 3 ცალი კარტოფილი
  • 250 გ ბატონი პური
  • 200 მლ რძე
  • 30 მლ ზეთი
  • 100 გ საფანელი
  • ერთი ცალი კვერცხი
  • მარილი გემოვნებით
  • შავი დაფქული პილპილი გემოვნებით

მომზადება

1. აიღე მეორე დღის ბატონი პური და დაასხი მას რძე. დატოვე, რომ კარგად ჩალბეს და დარბილდეს.

ღორის სალისგან მომზადებული კატლეტები საოცრად წვნიანი და გემრიელია

2. სალას მოაჭერი ქერქი და დაჭერი საშუალო ზომის ნაჭრებად. გაფცქვენი კარტოფილი და ხახვი და ისინიც დაჭერი ხორცსაკეპი მანქანის ზომაზე.

ღორის სალისგან მომზადებული კატლეტები საოცრად წვნიანი და გემრიელია

3. დაჭრილი პროდუქტი გაატარე ხორცსაკეპ მანქანაში და მიაყოლე მას გაწურული ბატონიც .ამ მასას დაამატე კვერცხი, მარილი, პილპილი და კარგად აურიე ხელით.

ღორის სალისგან მომზადებული კატლეტები საოცრად წვნიანი და გემრიელია

4. გააკეთე ჩვეულებრივი ფორმის კატლეტები და ამოავლე საფანელში.

ღორის სალისგან მომზადებული კატლეტები საოცრად წვნიანი და გემრიელია

5. ტაფა გაახურე, ჩაასხი ზეთი და დაალაგე მასზე კატლეტები. შეწვი საშუალო ცეცხლზე ორიოდ წუთით, თითოეულ მხარეს.

ღორის სალისგან მომზადებული კატლეტები საოცრად წვნიანი და გემრიელია

არაფერია, თუ შეწვის დროს ცხიმი გადნება და შხეფები იქნება ტაფაზე. თუ კარგად გაახურებთ მას, მთელ წვენს კატლეტი შეიწოვს და ის უფრო გემრიელი გახდება. ამაში თავად დარწმუნდებით!

გემრიელად მიირთვით და გაუზიარეთ რეცეპტი სხვებსაც!

#drpkhakadze #pitskhelauri

გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi

 

მასალის გამოყენების პირობები