კარტოფილი ხორცის ფარშის გულსართით

0
190
{"remix_data":[],"remix_entry_point":"challenges","source_tags":["local"],"origin":"unknown","total_draw_time":0,"total_draw_actions":0,"layers_used":0,"brushes_used":0,"photos_added":0,"total_editor_actions":{},"tools_used":{"transform":1},"is_sticker":false,"edited_since_last_sticker_save":true,"containsFTESticker":false}

როგორ მოვამზადოთ ფარშირებული კარტოფილი

კარტოფილი, ფარშის გულსართით რომ მოამზადოთ დაგჭირდებათ:კარტოფილი – 15 ცალი

ფარში – 250 გრამი

ხახვი – 1 თავი

ტომატის პასტა გემოვნებით

მარილი გემოვნებით

შავი პილპილი გემოვნებით

არაჟანი – 50 გრამი

კარაქი – 50 გრამი

მომზადება

გაასუფთავეთ კარტოფილი და გული ამოაჭერით.

ნახევრად მოხარშეთ მარილწყალში. ფარშს დაამატეთ მარილი, წიწაკა და დაფქვილი ხახვი.

კარტოფილი ამოავსეთ ფარშით და დააწყეთ გვერდიგვერდ ფორმაში.

ცალკე ათქვიფეთ არაჟანი, დაამატეთ ცოტა მარილი, წყალი და კარაქი.

სოუსი მოასხით კარტოფილს ზემოდან და სურვილისამებრ შეგიძლიათ მოასხათ ტომატის საწებელიც.

გამოაცხეთ 180 გრადუსზე ნახევარი საათის განმავლობაში. გემრიელად მიირთვით!

READ  ბლინის ცომის 10 პოპულარული ვარიანტი! დროა გააფართოვოთ კულინარიული ჰორიზონტები!

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ