ორშაბათი, იანვარი 13, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიბლოგიყველაფერი რაც კარაქის შესახებ უნდა ვიცოდეთ

ყველაფერი რაც კარაქის შესახებ უნდა ვიცოდეთ

ბევრისთვის საყვარელი საუზმე – ეს კარაქია. მას სხვადასხვაგვარი ვარიაციით, მათ შორის, თაფლთან, ჯემთან, ყველთან ერთად მიირთმევენ.

ის არის ნატურალური რძის პროდუქტი, რომელიც რძის შედღვების შედეგად მიიღება და სხვადასხვა პროცენტულობის არსებობს. კარაქი ბევრს უყვარს, მაგრამ მის სწორად შენახვისა და მოხმარების შესახებ ინფორმაცია არ აქვთ. სწორედ ამიტომ გთავაზობთ რჩევებს, თუ როგორ უნდა შეარჩიოთ და შეინახოთ კარაქი, რომ მან ორგანოლეპტიკური თვისებები არ დაკარგოს.

არსებობს სტანდარტული (დაახლოებით 82%) და დაბალცხიმიანი (დაახლოებით 72%) კარაქი. ერთმანეთისგან ორგანოლეპტიკური თვისებებით: ფერით, გემოთი და სუნით მნიშვნელოვნად განსხვავდება. განსხვავება მომხმარებლისთვისაც თვალსაჩინოა და მას საკუთარი გემოვნების შესაბამისად შეუძლია შეარჩიოს მისთვის სასურველი. სტანდარტულ კარაქს რძის ცხიმის მკვეთრი და ინტენსიური გემო აქვს. ვისაც აღნიშნული გემო არ მოსწონს, დაბალცხიმიან კარაქს ანიჭებს უპირატესობას. ჩვენს ასორტიმენტში ორივე სახეობის კარაქია: პრემიუმ კარაქი 82% ცხიმით და დაბალცხიმიანი 71% ცხიმით. პროდუქტი, რომელიც 71% ცხიმიანზე ნაკლებია ის სპრედია.

გაყინვის დროს კარაქი უნდა იყოს მსხვრევადი. ეს მის ხარისხს უსვამს ხაზს. ხელის გულის ტემპერატურა კი საკმარისია, რომ მან დნობა/დარბილება დაიწყოს. ხელზე მოხვედრილი ნამდვილი კარაქი მალევე გაგიცხიმიანებთ ხელს, რადგან ის დადნება და კანში შეიზილება. სპრედი კი კანს ზედაპირზე ესმევა და ცხელი წყლით დაბანის დროსაც კი შეიძლება არ მოშორდეს.

კარაქს შენახვის ორგვარი პირობები აქვს. ის შეიძლება შეინახოთ როგორც მინუს, ისე პლუს ტემპერატურაზე. თუმცა ამ შემთხვევაში მისი შენახვის ვადა განსხვავებულია. ზოგადად, სასურველია პლუს ტემპერატურაზე შეინახოთ მცირე რაოდენობის კარაქი, რომლის მოხმარებასაც უახლოეს პერიოდში აპირებთ. დანარჩენი კარაქი კი მოათავსეთ საყინულეში, მინუს ტემპერატურაზე. რაც შეეხება პლუს ტემპერატურას, ის უნდა იყოს +3-5 გრადუსი.

ყველაფერი რაც კარაქის შესახებ უნდა ვიცოდეთ

კარაქი, რომელსაც ჰაერთან აქვს შეხება, ყოველთვის იცვლის ფერს. ამავდროულად, ის ძალიან მარტივად იღებს გვერდით მოთავსებული საკვების სუნსა და გემოს. ამიტომ სასურველია კარაქი არა საკუთარი შეფუთვით, არამედ ვაკუმირებულ საკარაქეში შეინახოთ. თუმცა ფერშეცვლილი, მოყვითალო კარაქი არ ნიშნავს, რომ ის გაფუჭებულია. უბრალოდ მისი ორგანოლეპტიკური თვისებები დაქვეითებულია.

მიღებული პრაქტიკაა, რომ კარაქს მოხმარებამდე გარკვეული პერიოდით ადრე იღებენ მაცივრიდან, რომ დარბილდეს. ეს არასწორია. არა მხოლოდ კარაქის, არამედ არც ერთი საკვები პროდუქტის ტემპერატურის რამდენჯერმე ცვლილება არაა სასურველი. თუ კარაქის წინასწარ გამოღება და დარბილება გსურთ, გამოიღეთ მხოლოდ ის ოდენობა, რომელსაც ერთჯერადად მოიხმართ.

წყარო

 

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniSupra.ge
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები
მალაიზიის 10 ულამაზესი კუნძული

მალაიზიის 10 ულამაზესი კუნძული

13 January, 2025
რა არის რეაბილიტაცია? ვის ესაჭიროება იგი?

რა არის რეაბილიტაცია? ვის ესაჭიროება იგი?

იანვარი 13, 2025
თუ თვალებში წამიერად გიბნელებათ – ის, რაც უნდა იცოდეთ

თუ თვალებში წამიერად გიბნელებათ – ის, რაც უნდა იცოდეთ

13 იანვარი 2025
როგორ დაიბადა „ძველით ახალი წელი“?

როგორ დაიბადა „ძველით ახალი წელი“?

იანვარი 13, 2025
საქსტატი – 2024 წელს საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 8.0 პროცენტით გაიზარდა

საქსტატი – 2024 წელს საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 8.0 პროცენტით გაიზარდა

იანვარი 13, 2025
გერმანელ ახალგაზრდებს ყველაზე მეტად ომის ეშინიათ. ახალი კვლევა

გერმანელ ახალგაზრდებს ყველაზე მეტად ომის ეშინიათ. ახალი კვლევა

13 იანვარი 2025
Financial Times მკითხველს საქართველოში მოგზაურობას ურჩევს

Financial Times მკითხველს საქართველოში მოგზაურობას ურჩევს

იანვარი 13, 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
შარლიზ ტერონი Dior-ის სახე გახდა

შარლიზ ტერონი Dior-ის სახე გახდა

იანვარი 13, 2025
ახალი წელი ევროპასა და აზიას შორის

ახალი წელი ევროპასა და აზიას შორის

13 იანვარი 2025
თბილისი ევროპის საუკეთესო სითი ბრეიქების ჩამონათვალშია

თბილისი ევროპის საუკეთესო სითი ბრეიქების ჩამონათვალშია

იანვარი 8, 2025
საზღვარგარეთ ქართული ბარათებით ოპერაციები გაიზარდა – რა თანხას ხარჯავენ ქართველები უცხოეთში

საზღვარგარეთ ქართული ბარათებით ოპერაციები გაიზარდა – რა თანხას ხარჯავენ ქართველები უცხოეთში

იანვარი 8, 2025
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
- Advertisment -spot_img

ბოლო სიახლეები