ხაჭო რომ სასარგებლო პროდუქტია, ამაზე არავინ დაობს. განსაკუთრებით აუცილებელია მისი არსებობა მოზარდის რაციონში, თუმცა ბავშვები დიდად არ სწყალობენ ხაჭოს. არსებობს გამოსავალი – ხაჭოს ღვეზელის სახით, რომლებსაც ბავშვებთან ერთად მოზრდილებიც სიამოვნებით მიირთმევენ.
ინგრედიენტები
- 300 გ ხაჭო
- ორი ცალი კვერცხი
- ერთი ჩ. კ. სოდა
- 30 გ ოხრახუში
- 250 გ ფქვილი
- ნახევარი ლ კეფირი
- 30 გ მწვანე ხახვი
- მარილი და შავი პილპილი გემოვნებით
მომზადება
- ღრმა თასში შეურიე ერთმანეთს ოთახის ტემპერატურის კეფირი და კვერცხი. მოაყარე მარილი და პილპილი. დაამატე ხაჭო და დაჭრილი მწვანილი.
- ამ მასაში ჩააცერი ფქვილი და სოდა. ათქვიფე. უნდა მიიღო არაჟნისმაგვარი მასა.
3. ტაფას მოუსვი ცოტა ცხიმი და დადე მასზე ორი კოვზი ცომი
4. გადაანაწილე ცომი მთელ ტაფაზე. შეწვი ორივე მხრიდან ორ-ორი წუთით ოქროსფერის მიღებამდე.
მზა ღვეზელები დაალაგე ერთმანეთზე. სასურველია, ცხელსვე წაუსვა კარაქი. სურვილის შემთხვევაში შიგთავსს დაამატე ნიორი.
გემრიელად მიირთვით და გაუზიარეთ ეს მარტივი რეცეპტი თქვენს მეგობრებს.