თურქული ტკბილეული მოამზადეთ შენი რეცეპტით

0
98
#post_seo_title

თუ გიყვართ თურქული ტკბილეული, მაგრამ არ მოგწონთ რთული რეცეპტები, თურქული რევანი სწორედ რომ თქვენთვისაა.

თურქული ტკბილეული სწორედაც რომ სადღესასწაულო სუფრისთვისაა. მას სადღესასწაულო ელფერს შოკოლადის განაში ანიჭებს, ხოლო ჰაეროვნებას – მანის ბურღული.

ინგრედიენტები

  • 1,5 ჭიქა შაქარი
  • ერთი ჭიქა მანი
  • ერთი ჭიქა წყალი
  • ნახევარი ჭიქა რძე
  • 90 მლ ნაღები
  • ორი ს. კ. ლიმონის წვენი
  • ათი გ გამაფხვიერებელი
  • ერთი ჭიქა ფქვილი
  • ერთი ჭიქა ყაყაჩოს თესლი
  • ერთი ჭიქა ზეთი
  • 120 გ შავი შოკოლადი
  • 3 ცალი კვერცხი
  • ერთი ს. კ. ლიმონის ცედრა

მომზადება

  1. ღრმა თასში ათქვიფე კვერცხი და ერთი ჭიქა შაქარი მიქსერით.
  2. ჩაამატე მანი, ყაყაჩოს თესლი, რძე და ზეთი. კარგად აურიე.

თურქული ტკბილეული მოამზადეთ შენი რეცეპტით | შენი სუფრა

  1. ჩაამატე გაცრილი ფქვილი და გამაფხვიერებელი. შეურიე სათქვეფით კარგად.
  2. მოსახსნელ ფორმას წაუსვი ცხიმი და დააფინე პერგამენტი. ჩაასხი ცომი და გამოაცხე 180 გრადუსზე 40 წუთის მანძილზე.

თურქული ტკბილეული მოამზადეთ შენი რეცეპტით | შენი სუფრა

  1. საწვნეში ჩაყარე დარჩენილი შაქარი, ლიმონის წვენი და ცედრა, ასევე წყალი. დაბალ ცეცხლზე ურიე 5 წუთის მანძილზე. სიროფი გადაწურე და მოასხი წინასწარ დაჩხვლეტილ ტორტს.
  2. წვრილად დაჭრილ შოკოლადს დაასხი ცხელი ნაღები და კარგად აურიე. მოასხი ტორტს ზემოდან.

თურქული ტკბილეული მოამზადეთ შენი რეცეპტით | შენი სუფრა

ეს ტორტი აუცილებლად მოეწონება ყველანაირი გემოვნების ადამიანს. სცადეთ მომზადება და მოგვწერეთ თქვენი აზრი კომენტარებში.

გემრიელად მიირთვით და გაუზიარეთ ეს შესანიშნავი რეცეპტი თქვენს მეგობრებსაც!

#drpkhakadze #pitskhelauri

გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi

READ  პოპულარული ესპანური დესერტი-“სან სებასტიანი”