საახალწლო მაგიდის ფავორიტი – “თოვლის დედოფალი”.

0
67
#post_seo_title

თოვლის დედოფალი” სადღესასწაულო სუფრისთვის არაჩვეულებრივი არჩევანია

თოვლის დედოფალი აუცილებლად მოსამზადებელი კერძია

შემადგენლობა:

200 გრ ლორი

250 გრამი კრაბის ჩხირები

2 მდნარი ყველი

1 ხახვი

6 კვერცხი

1 ტკბილ – მჟავე ვაშლი

100 გ არაქისი

350 გრ მაიონეზი

მარილი და პილპილი გემოვნებით.

ხახვის მარინადი:

1 ჩ/კ. შაქარი

2 ს/კ.  წყალი

0.5 ჩ/კ. მარილი

2 ს/კ.  ძმარი.

ღრმა ჭურჭელში ჩაყარეთ დაჭრილი ხახვი და დაამატეთ შაქარი, წყალი, მარილი და ძმარი, აურიეთ კარგად და დატოვეთ 15-20 წუთი. ამის შემდეგ, გადაწურეთ ზედმეტი სითხე.

წვრილად დაჭერით კრაბის ჩხირები და ლორი. მოხარშულ კვერცხს მოაცილეთ ცილა და გახეხეთ სახეხზე. წვრილად დაფხვენით გული.

ყველა ინგრედიენტი უნდა იყოს ცალ-ცალკე ჭურჭელში და მოაყარეთ ცოტ-ცოტა მარილი.

დაასხით მაიონეზი კრაბის ჩხირებს, ლორს და კვერცხის გულს.

საახალწლო მაგიდის ფავორიტი – “თოვლის დედოფალი”.

სალათი მორთეთ კექსის ფორმაში, რომელიც გვერდიდან იხსნება. ჯერ გაშალეთ გახეხილი ყველი, მოასხით ცოტა მაიონეზი, მეორე ფენაა კვერცხის გული, მესამე ფენად გაშალეთ ხახვის მარინადი, შემდეგ კრაბის ჩხირები და გასუფთავებული, გახეხილი ვაშლი.

მეექვსე ფენა არის ლორი. მიწის თხილი დააბლენდერეთ და მეშვიდე ფენად მოაყარეთ სალათს.

ცილა გაყავით ორად. ერთს შეურიეთ მაიონეზი და გაშალეთ სალათის თავზე, მეორე ნახევარი მშრალად მოაყარეთ. თითქმის მზადაა.

საახალწლო მაგიდის ფავორიტი – “თოვლის დედოფალი”.

გააჩერეთ რამოდენიმე საათი, შემოხსენით გვერდები, გადმოიღეთ ფრთხილად სასალათეზე და გააფორმეთ ოხრახუშით.

 

მასალის გამოყენების პირობები

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ