ვაშლის ღვეზელი არაჟნის სოუსით

0
51
#post_seo_title

ვაშლის უამრავი ნამცხვარი არსებობს. ამ ხილის გამოყენების სხვადასხვა მრავალი ხერხიც არსებობს. დღეს ჩვენ რაღაც განსაკუთრებულს შემოგთავაზებთ, ვაშლის ღვეზელი განსხვავებული რეცეპტით

ვაშლის ღვეზელი პირდაპირ გულში ჩაგივარდებათ! ეს დესერტი ჩაის სუფრის მთავარი მშვენება იქნება.

განუმეორებელი გემოს გარდა, ნამცხვარი განსაკუთრებული არომატითა და მომზადების სიმარტივითაც გაგახარებთ. არაჟნის წყალობით, ღვეზელი კიდევ უფრო მადისაღმძვრელი ხდება.

ვაშლის ღვეზელი არაჟნის სოუსით

ინგრედიენტები

  • 200 გ ფქვილი
  • 125 გ კარაქი
  • 5 ცალი კვერცხი
  • 200 გ შაქარი
  • მწიკვი მარილი
  • 12 გ ვანილის შაქარი
  • 3 ჩ. კ. გამაფხვიერებელი
  • 3 ს. კ. ნაღები
  • 50 მლ ლიმონის წვენი
  • 200 გ არაჟანი
  • ერთი ს. კ. შაქრის პუდრა
  • 600 გ ვაშლი

მომზადება

1. ერთმანეთს შეურიეთ კარაქი, მარილი, 125 გ შაქარი და ვანილის შაქარი.

ვაშლის ღვეზელი არაჟნის სოუსით

2. შეაზილეთ 3 ცალი კვერცხი მორიგეობით, შემდეგ თანდათან დაამატეთ გაცრილი ფქვილი და გამაფხვიერებელი. ჩაამატეთ ნაღები და მოზილეთ ცომი. შემდეგ გადაიტანეთ საცხობ ფორმაში, რომელსაც ცხიმწასმული პერგამენტის ქაღალდი ექნება ჩაფენილი.

ვაშლის ღვეზელი არაჟნის სოუსით

3. ვაშლი გაფქვენით, გაჭერით 4 ნაწილად და ამოაჭერით გული. შემდეგ უფრო თხელ ყანწებად დაჭერით. მოასხით ლიმონის წვენი. ცომზე დაალაგეთ ვაშლის ნაჭრები, ოდნავ დააწექით და შემდეგ შედგით 180 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში დაახლოებით 12 წუთით.

ვაშლის ღვეზელი არაჟნის სოუსით

4. ცალკე ჯამში შეურიეთ არაჟანი, დარჩენილი კვერცხი და შაქარი. ღვეზელი გამოიღეთ ღუმელიდან, მოასხით მას არაჟნის მასა და კვლავ შედგით. გამოაცხეთ 50 წუთით.

ვაშლის ღვეზელი არაჟნის სოუსით

ნამცხვარი ნამდვილად სადღესასწაულოდ გამოიყურება. უმჯობესია, ეს დესერტი მიირთვათ ცხელი სახით. ძალიან მოუხდება ვანილის ნაყინიც. მიირთვით გემრიელად!

რეცეპტი კი გაუზიარეთ თქვენს მეგობრებს.

გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi

მასალის გამოყენების პირობები